21:30 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
შეიარაღებული პოლიციელები ლონდონში მეტროსადგურ „პარსონ-გრინთან“ აფეთქების შემდეგ

ლონდონის მეტროში ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა დადგენილია

© REUTERS/ Kevin Coombs
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
42 0 0

ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პიკის საათში აფეთქება მოხდა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ლონდონის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დადგენილია, იუწყება РИА Новости ტელეარხ Sky News-ზე დაყრდნობით.

„უსაფრთხოების ორგანოებში არსებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ მეტროსადგურ „პარსონ-გრინზე" აფეთქებასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ვიდეოდაკვირვების კამერების საშუალებით ამოიცნეს", — იუწყება ტელეარხის კორესპონდენტი.

აფეთქება მეტროსადგურ „პარსონ-გრინზე" პიკის საათში მოხდა. დაჭრილია 19 ადამიანი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულთა ნაწილმა დამწვრობები მიიღო, სხვები ჭყლეტვაში დაშავდნენ, რომელიც აფეთქების შემდეგ დაიწყო, როდესაც აფეთქების ადგილიდან მგზავრებმა გაქცევა დაიწყეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ვაგონში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. პოლიციელებმა, რომლებმაც ინციდენტის ადგილი გადაკეტეს, განაცხადეს, რომ მეტროს მგზავრების ევაკუაცია სწრაფად მოხერხდა და სადგური მაშინვე დაიკეტა.

პარსონ-გრინი — რაიონი ლონდონის დასავლეთ ნაწილში, სადაც ბევრი უცხოელი, სტუდენტი და არც ისე მდიდარი ბრიტანელები ცხოვრობენ.

მთავარი თემები