ლონდონის მეტროში ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა დადგენილია

© REUTERS / Kevin Coombsშეიარაღებული პოლიციელები ლონდონში მეტროსადგურ „პარსონ-გრინთან“ აფეთქების შემდეგ
შეიარაღებული პოლიციელები ლონდონში მეტროსადგურ „პარსონ-გრინთან“ აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლონდონის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე პიკის საათში აფეთქება მოხდა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ლონდონის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დადგენილია, იუწყება РИА Новости ტელეარხ Sky News-ზე დაყრდნობით.

„უსაფრთხოების ორგანოებში არსებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ მეტროსადგურ „პარსონ-გრინზე" აფეთქებასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ვიდეოდაკვირვების კამერების საშუალებით ამოიცნეს", — იუწყება ტელეარხის კორესპონდენტი.

აფეთქება ლონდონში - Sputnik საქართველო
აფეთქება ლონდონის მეტროში: ბოლო ცნობები და ვიდეოკადრები

აფეთქება მეტროსადგურ „პარსონ-გრინზე" პიკის საათში მოხდა. დაჭრილია 19 ადამიანი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულთა ნაწილმა დამწვრობები მიიღო, სხვები ჭყლეტვაში დაშავდნენ, რომელიც აფეთქების შემდეგ დაიწყო, როდესაც აფეთქების ადგილიდან მგზავრებმა გაქცევა დაიწყეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ვაგონში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. პოლიციელებმა, რომლებმაც ინციდენტის ადგილი გადაკეტეს, განაცხადეს, რომ მეტროს მგზავრების ევაკუაცია სწრაფად მოხერხდა და სადგური მაშინვე დაიკეტა.

პარსონ-გრინი — რაიონი ლონდონის დასავლეთ ნაწილში, სადაც ბევრი უცხოელი, სტუდენტი და არც ისე მდიდარი ბრიტანელები ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0