08:40 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: გამოკითხვებში მაკრონი ლიდერობს

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2721

საფრანგეთის სოციალური გამოკითხვების სახელმწიფო კომისიამ უფრო ადრე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცხრავე აკრედიტებულმა ინსტიტუტმა უარი თქვა 23 აპრილს ამომრჩეველთა გამოკითხვის ჩატარებაზე უბნებიდან გამოსვლისას.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გამოკითხვების თანახმად, არჩევნების პირველ ტურში საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი ლიდერობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბელგიის რადიოკომპანია RTBF–ზე დაყრდნობით.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში მაკრონს ხმათა 24%–ის მიღება შეუძლია, "ეროვნული ფრონტის" ლიდერს, მარინ ლე პენს – 23%–ის, ჟან–ლუკ მელანშონს – 21%–ის, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტების კანდიდატს, ფრანსუა ფიიონს – 17%–ის.

ამ შეფასებების წყარო არ დაუსახელებიათ.

საფრანგეთში პროგნოზებისა და საარჩევნო უბნებიდან გამოსულთა გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე აკრძალულია. ამასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ბელგიის, შვეიცარიისა და გერმანიის მასმედია თავისი კვლევების შედეგებს აქვეყნებს. ამ კვლევების შედეგებს საფრანგეთში ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან ადრე არჩევნების დღეს ასეთი გამოკითხვები საბოლოოს შედეგების დადასტურების შემდეგ ხანდახან არაკორექტული აღმოჩენილა.

მთავარი თემები