საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: გამოკითხვებში მაკრონი ლიდერობს

© photo: Sputnik / Кристина Афанасьева / გადასვლა მედიაბანკშისაპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის სოციალური გამოკითხვების სახელმწიფო კომისიამ უფრო ადრე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცხრავე აკრედიტებულმა ინსტიტუტმა უარი თქვა 23 აპრილს ამომრჩეველთა გამოკითხვის ჩატარებაზე უბნებიდან გამოსვლისას.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გამოკითხვების თანახმად, არჩევნების პირველ ტურში საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი ლიდერობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბელგიის რადიოკომპანია RTBF–ზე დაყრდნობით.

პარიზი - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: უკანასკნელი ცნობები

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში მაკრონს ხმათა 24%–ის მიღება შეუძლია, "ეროვნული ფრონტის" ლიდერს, მარინ ლე პენს – 23%–ის, ჟან–ლუკ მელანშონს – 21%–ის, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტების კანდიდატს, ფრანსუა ფიიონს – 17%–ის.

ამ შეფასებების წყარო არ დაუსახელებიათ.

საფრანგეთში პროგნოზებისა და საარჩევნო უბნებიდან გამოსულთა გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე აკრძალულია. ამასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ბელგიის, შვეიცარიისა და გერმანიის მასმედია თავისი კვლევების შედეგებს აქვეყნებს. ამ კვლევების შედეგებს საფრანგეთში ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან ადრე არჩევნების დღეს ასეთი გამოკითხვები საბოლოოს შედეგების დადასტურების შემდეგ ხანდახან არაკორექტული აღმოჩენილა.

ყველა ახალი ამბავი
0