06:22 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თეთრი სახლის ხედი პენსილვანია ავენიუს მხრიდან

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტერაქტების სია, რომლებზეც მედია დუმს

© AP Photo/ Carolyn Kaster, File
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2401

თეთრი სახლი არ აზუსტებს, რა კრიტერიუმებით შეადგინა სია, რომელშიც საინფორმაციო საშუალებებში მეტ-ნაკლებად გახმაურებული ფაქტებიც აღმოჩნდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თეთრმა სახლმა იმ ტერაქტების სია გაავრცელა, რომლებზეც, მისი აზრით, მასმედია დუმს. ჩამონათვალში აღმოჩნდა როგორც ნაკლებად ცნობილი მოვლენები, ასევე ისეთი თავდასხმებიც, რომლებიც ბოლო წლების მსოფლიოს უმთავრეს ამბებად იქცა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საინფორმაციო საშუალებები ტერაქტების დაფარვაში მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაადანაშაულა.

„საქმე იქამდეც კი მიდის, რომ [ტერაქტებს] არც ახმაურებენ, ხშირ შემთხვევაში არაპატიოსანი მასმედია თავს არიდებს მათზე საუბარს“, — განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

თეთრმა სახლმა 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში მომხდარი 78 ტერაქტის სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა როგორც ნაკლებად ცნობილი ფაქტები, მაგალითად, საუდის არაბეთში 2014 წლის ნოემბერში დანიის მოქალაქეზე, ხოლო 2015 წლის იანვარში აშშ-ის ორ მოქალაქეზე თავდასხმები, ისე მეტ-ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც:

•    ტუნისის ტერაქტი 2015 წელს — დაიღუპა 38 და დაშავდა 39 ტურისტი;

•    საფრანგეთში მატარებელზე თავდასხმა 2015 წელს, როდესაც იქ შემთხვევით აღმოჩენილმა ამერიკელმა სამხედრომ განაიარაღა ტერორისტი;

•    აფეთქება რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 2015 წელს სინაის თავზე — დაიღუპა 224 ადამიანი;

•    პარიზის ტერაქტები 2015 წლის ბოლოს — დაიღუპა არანაკლებ 129 ადამიანისა;

•    სტამბულის ტერაქტი 2016 წელს — დაიღუპა 45 ადამიანი;

•    ნიცის ტერაქტი 2016 წელს — დაიღუპა 84 ადამიანი…

თეთრი სახლი არ აზუსტებს, რა კრიტერიუმებით შეიყვანა სიაში აღნიშნული ტერაქტები.

მთავარი თემები