თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტერაქტების სია, რომლებზეც მედია დუმს

© AP Photo / Carolyn Kaster, Fileთეთრი სახლის ხედი პენსილვანია ავენიუს მხრიდან
თეთრი სახლის ხედი პენსილვანია ავენიუს მხრიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეთრი სახლი არ აზუსტებს, რა კრიტერიუმებით შეადგინა სია, რომელშიც საინფორმაციო საშუალებებში მეტ-ნაკლებად გახმაურებული ფაქტებიც აღმოჩნდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თეთრმა სახლმა იმ ტერაქტების სია გაავრცელა, რომლებზეც, მისი აზრით, მასმედია დუმს. ჩამონათვალში აღმოჩნდა როგორც ნაკლებად ცნობილი მოვლენები, ასევე ისეთი თავდასხმებიც, რომლებიც ბოლო წლების მსოფლიოს უმთავრეს ამბებად იქცა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
თეთრი სახლი პუტინს ”ცივი ომის მენტალიტეტის გაღვივებაში” ადანაშაულებს

საინფორმაციო საშუალებები ტერაქტების დაფარვაში მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაადანაშაულა.

„საქმე იქამდეც კი მიდის, რომ [ტერაქტებს] არც ახმაურებენ, ხშირ შემთხვევაში არაპატიოსანი მასმედია თავს არიდებს მათზე საუბარს“, — განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

თეთრმა სახლმა 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში მომხდარი 78 ტერაქტის სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა როგორც ნაკლებად ცნობილი ფაქტები, მაგალითად, საუდის არაბეთში 2014 წლის ნოემბერში დანიის მოქალაქეზე, ხოლო 2015 წლის იანვარში აშშ-ის ორ მოქალაქეზე თავდასხმები, ისე მეტ-ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც:

•    ტუნისის ტერაქტი 2015 წელს — დაიღუპა 38 და დაშავდა 39 ტურისტი;

•    საფრანგეთში მატარებელზე თავდასხმა 2015 წელს, როდესაც იქ შემთხვევით აღმოჩენილმა ამერიკელმა სამხედრომ განაიარაღა ტერორისტი;

•    აფეთქება რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 2015 წელს სინაის თავზე — დაიღუპა 224 ადამიანი;

•    პარიზის ტერაქტები 2015 წლის ბოლოს — დაიღუპა არანაკლებ 129 ადამიანისა;

•    სტამბულის ტერაქტი 2016 წელს — დაიღუპა 45 ადამიანი;

•    ნიცის ტერაქტი 2016 წელს — დაიღუპა 84 ადამიანი…

თეთრი სახლი არ აზუსტებს, რა კრიტერიუმებით შეიყვანა სიაში აღნიშნული ტერაქტები.

ყველა ახალი ამბავი
0