თოვლი, ზვავი და მეწყერი - რა ელოდება საქართველოს

გამოწერა
დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე ტრანპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ — მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და თოვლი.

გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

„საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება. ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და ღვარცოფულ — მეწყერული წარმონაქმნები. ამის გამო შესაძლებელია, კვლავ შავ ზღვაზე იყოს 4-5 ბალიანი შტორმი," — განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა.

თოვლის გამო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბანერას საავტომობილო გზის კმ50-კმ90 მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ70-კმ106 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0