გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო აიკრძალვა გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik.  თოვის, ძლიერი ქარისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა,  ნათქვამია საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სატვირთო - Sputnik საქართველო
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის სხვა საავტომობილო გზებზეც. კერძოდ, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-55–ე კმ მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე; ასევე სამცხე-ჯავახეთშიც – ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62–ე კმ მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 

ხატია გიგოლაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0