ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გამოწერა
დიდთოვლობის გამო საქართველოს ავტომაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვა დაწესდა

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ლიპყინულის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ55 მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე თოვლისგან გამწმენდი ტექნიკა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გახსნილია

კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემები შეიქმნა სამცხე-ჯავახეთშიც. ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31- კმ62 მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0