ზემო ლარსი დღეს: საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გახსნილია

© photo by press-service of Roads Department of Georgiaმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე თოვლისგან გამწმენდი ტექნიკა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე თოვლისგან გამწმენდი ტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს საქართველოს სამხედრო გზაზე თოვლის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავრომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე სამშაბათს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია განცხადებაში.

სატრანსპორტო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ დღეისათის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საზღვარია, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს.


ყველა ახალი ამბავი
0