16:04 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
ვიდეო

სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა საკუთარ სახლში იოსებ სტალინის მუზეუმი მოაწყო

მოკლე ბმულის მიღება
25020
© Sputnik / Denis Aslanov

ახალსოფლის მკვიდრმა საკუთარ სახლში იოსებ სტალინის მუზეუმი მოაწყო. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება უჩვეულო ექსპოზიცია, რომელიც "ხალხთა ბელადის" ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება.

ახალსოფლის მკვიდრი თემურ კუნელაურისთვის, როგორც თავად ამბობს, იოსებ სტალინი კერპი სკოლის ასაკში გახდა. მას შემდეგ "ხალხთა ბელადის" ისტორიული დამსახურებების გულშემატკივარმა სტალინის ფოტოების, ნახატების, პირადი ნივთებისა და წერილების დიდი კოლექცია შეაგროვა.

"როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მყავდა მასწავლებელი, ომის ვეტერანი ვასიკო ჯანიაშვილი. ფრონტზე ის ტყვედ ჩავარდა, მას აწამებდნენ. მე მას ყოველთვის გამორჩეულად ვუყურებდი. ის ხშირად გვიყვებოდა ომისა და სტალინის შესახებ. ხშირად საუბრობდა ამ თემაზე მოსწავლეებთან. ჩემ გატაცებას სწორედ მის მონაყოლს ვუკავშირებ. მე ჯერ კიდევ მეექვსე კლასში დავიწყე სტალინის პატარა სურათების და ყველაფრის მოგროვება, რაც მას უკავშირებოდა. ვქმნიდი ალბომებს", — განაცხადა თემურ კუნელაურმა "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

იოსებ სტალინის მუზეუმი, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა თემურ კუნელაურმა, მასპინძლობს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.

თემაზე

გამომცხვარი კარტოფილის ნიჟარები ნათია მონტგომერისაგან
ვეტერანის თვალით დანახული ბრძოლა კავკასიისთვის: როგორ უტევდნენ გერმანელები ვლადიკავკაზს
ქორკანდელა ქეთი ჯანხოთელისაგან
ნათია მონტგომერი ამერიკაში გატარებულ წლებს იხსენებს

მეტი ვიდეო

მთავარი თემები