ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ჩხუბისთავი მილიონერი: „საძაგელი რუსის“ ხუთსაათიანი ბრძოლა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიდანიილ მედვედევი და რაფაელ ნადალი
დანიილ მედვედევი და რაფაელ ნადალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანიილი მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე „ცუდი ბიჭია“. მას მუდმივად თან სდევს სკანდალები, რაც არა მარტო მის რეპუტაციას, არამედ საფულესაც ვნებს

US Open 2019-ის მთავარი აღმოჩენა 23 წლის რუსი ჩოგბურთელი დანიილ მედვედევია, რომელიც დიდი სლემის სერიის ტურნირის ფინალში რაფაელ ნადალს შეხვდა კვირას, 8 სექტემბერს. თითქმის ხუთსაათიანი ბრძოლა მედვედევმა წააგო...

მანამდე მსგავს ტურნირებში მედვედევის საუკეთესო შედეგი ის იყო, რომ წლევანდელ Australian Open-ის მეოთხე წრეში გავიდა. უიმბლდონში მან ვერ გადალახა მესამე წრე, Roland Garros-ზე კი მუდმივად აგებდა ძირითადი ბადის პირველ მატჩში.  

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიდანიილ მედვედევი
ჩხუბისთავი მილიონერი: „საძაგელი რუსის“ ხუთსაათიანი ბრძოლა - Sputnik საქართველო
დანიილ მედვედევი

რუსეთის უმდიდრესი ჩოგბურთელების ხუთეულში

სეზონის დაწყებამდე დანიილის ანგარიშზე 2,6 მილიონ დოლარზე ცოტათი მეტი საპრიზო თანხა ირიცხებოდა. 2019 წელი მისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა — ყველაზე წარმატებული მთელი კარიერის განმავლობაში. აგვისტოს ბოლოს მან იმაზე მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე 2014 წლიდან დღემდე, კერძოდ, 3,4 მილიონი დოლარი. ფინალამდე მედვედევის საპრიზო ფონდმა თითქმის 6,1 მილიონ დოლარს მიაღწია.

US Open-ის ფინალში გასვლით დანიილმა კიდევ 1,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ნადალთან გამარჯვება ამ თანხას გააორმაგებდა და რუს ჩოგბურთელს 3,85 მილიონ დოლარს მოუტანდა, მაგრამ...

ნებისმიერ შემთხვევაში, მედვედევი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელების რეიტინგში მეხუთე ადგილს დაიკავებს, დაუთმობს რა პოზიციებს მხოლოდ მიხეილ იუჟნის (13,9 მლნ დოლარი), მარატ საფინს (14,4 მლნ დოლარი), ნიკოლაი დავიდენკოს (16,2 მლნ დოლარი) და, რა თქმა უნდა, ევგენი კაფელნიკოვს (23,9 მლნ დოლარი).

© photo: Sputnik / Alexandr Jorovich / გადასვლა მედიაბანკშიდანიილ მედვედევი მწვრთნელთან ერთად, დევისის თასის გათამაშების პირველი დღე
ჩხუბისთავი მილიონერი: „საძაგელი რუსის“ ხუთსაათიანი ბრძოლა - Sputnik საქართველო
დანიილ მედვედევი მწვრთნელთან ერთად, დევისის თასის გათამაშების პირველი დღე

თუმცა, ყველაფერი ისე ლამაზი არ არის, როგორიც ჩანს. ხელზე ჩოგბურთელები გაცილებით ნაკლებ თანხას იღებენ — ევროპის ქვეყნების უმრავლესობასა და აშშ-ში საპრიზო თანხის თითქმის ნახევარი გადასახადებს ხმარდება. გარდა ამისა, დიდი თანხა იხარჯება ფრენებზე, მწვრთნელების, ექიმებისა და მასაჟისტების, პიარ-მენეჯერებისა და უბრალოდ მენეჯერების ხელფასებზე. ნაწილს სპონსორები ანაზღაურებენ, მაგრამ ეს ინფორმაცია, საპრიზო თანხებს თუ არ ჩავთვლით, საჯარო არ არის.

ოციათასდოლარიანი ჯარიმა შუათითის ჩვენებისთვის

მედვედევის შემთხვევაში ფული იხარჯება არა მხოლოდ გადასახადებზე, მონაკოში ცხოვრებაზე, გუნდის ხელფასებსა და ფრენებზე, არამედ მუდმივ ჯარიმებზეც. დანიილი მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე „ცუდი ბიჭია“. მას მუდმივად თან სდევს სკანდალები, რაც არა მარტო მის რეპუტაციას, არამედ საფულესაც ვნებს.

მაგალითად, US Open-ის მესამე წრეში თამაშით უკმაყოფილო მედვედევმა ჯავრი იყარა ბიჭზე, რომელმაც პირსახოცის მოტანა ცოტათი დაუგვიანა. ჩოგბურთელმა ბიჭს პირსახოცი უხეშად გამოგლიჯა ხელიდან და კორტზე მოისროლა. მსაჯმა მისი ეს გამოხდომა არასპორტულ საქციელად შეაფასა და ჩოგბურთელი გაფრთხილებით დასაჯა.

ინციდენტი ამით არ ამოწურულა. ახლა უკვე მსაჯზე გაბრაზებულმა მედვედევმა ჩოგანი არბიტრის კოშკურის მიმართულებით ისროლა, მსაჯს ახირებული უწოდა და დააზუსტა, რომ ასეთი დახასიათება ყველა მსაჯის მიმართ შეიძლება გამოიყენო. რაღაც მომენტში რუსმა ჩოგბურთელმა თავი ვერ შეიკავა და არბიტრისგან მალულად ტრიბუნებს შუათითი უჩვენა. ეს ჟესტი სტადიონზე დამონტაჟებულ ფართო ეკრანებზე აჩვენეს. მაყურებელს მედვედევის საქციელი, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და მისი მორალურად განადგურება გადაწყვიტა.

ზეწოლის მიუხედავად მედვედევმა მატჩი მოიგო, რის შემდეგაც მოკლე ინტერვიუში დიდი მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ემოციისთვის, რომელიც მას აჩუქეს. ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ასეთი რეაქციის გარეშე შეხვედრას ალბათ ვერ მოიგებდა.

ეს გამოხდომები რუს ჩოგბურთელს ცხრა ათასი დოლარი დაუჯდა. ჯარიმა მისი საპრიზო თანხიდან დაიქვითება. მედვედევმა უკვე მოასწრო ჯარიმების სახით 10 ათასი დოლარის დაკარგვა. ასე რომ, მისი საბოლოო ჰონორარი, სულ მცირე, 19 ათასით ნაკლები იქნება.

მედვედევის ეს სკანდალი არც პირველია და არც ერთადერთი. 2018 წელს იგი კინაღამ ხელით შეეხო მეტოქეს, სტეფანოს ციციპასს. მატჩის მსვლელობით უკმაყოფილო ბერძენმა ჩოგბურთელმა მწვრთნელთან საუბრისას რამდენჯერმე ზედმეტად ხმამაღლა მოიხსენია მედვედევი „საძაგელ რუსად“. დანიილმა თავი ვერ შეიკავა და პრეტენზიებით ციციპასისკენ გაიწია. შეხლა-შემოხლის თავიდან არიდება მხოლოდ მსაჯის წყალობით მოხერხდა, რომელიც კოშკურიდან ჩამოვიდა და მედვედევს მეტოქესთან მიახლოების საშუალება არ მისცა. შედეგად, მედვედევი 14,5 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

2017 წელს უიმბლდონზე მედვედევს მოეჩვენა, რომ მსაჯი მიკერძოებული იყო: ყველა სადავო მომენტი, მისი აზრით, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ წყდებოდა. მედვედევმა რამდენჯერმე მიმართა არბიტრს და შეხვედრის გაგრძელებაზე უარიც კი თქვა, ვიდრე სუპერვაიზერს არ გამოიძახებდნენ და მსაჯს არ შეცვლიდნენ. ეს არ მოხდა. რუსი დამარცხდა. მატჩის შემდეგ მან მსაჯის კოშკურისკენ მონეტების სროლა დაიწყო, რითიც, როგორც ჩანს, სურდა მსაჯის არაკეთილსინდისიერებაზე მიენიშნებინა. ეს გამოხდომა მოთამაშეს 14,5 ათასი დოლარი დაუჯდა.

2016 წელს აშშ-ში ერთ-ერთ ტურნირზე მედვედევი შავკანიან ჩოგბურთელს დონალდ იანგს შეხვდა. მატჩის მსაჯიც შავკანიანი იყო. მედვედევს ამჯერადაც მოეჩვენა, რომ მსაჯი მიკერძოებული იყო და მისი მისამართით ფრაზა წამოისროლა:

„ვიცი, რომ მეგობრები ხართ, დარწმუნებულიც კი ვარ“.

ჩოგბურთელის ეს გამონათქვამი სუპერვაიზერმა რასისტულად შეაფასა, მატჩი შეწყვიტა და მედვედევს ტურნირზე დისკვალიფიკაცია დაუწესა. დამატებითი ჯარიმა მისთვის არ დაუკისრებიათ, თუმცა არც პრემია აუღია.

მაგრამ, ასეა თუ ისე, მედვედევი პირველი ჩოგბურთელია მარატ საფინის შემდეგ, ვინც რუს მაყურებელს მამაკაცთა ჩოგბურთისკენ გული მიუბრუნა...

 

ყველა ახალი ამბავი
0