17:56 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

შეხვედრაზე პანდემიის მხრივ საქართველოსა და  მსოფლიოში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად  დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

შეხვედრაზე მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის კუთხით საქართველოსა და  მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას.

მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ. განხილული იქნა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და  კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს.

ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. დიპლომატიურმა კორპუსმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს  მსგავსი ფორმატით შეხვედრისთვის.

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში  მისია ახალი დაწყებული აქვთ,  ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.

მთავარი თემები