ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს კახეთში უმასპინძლა - ვიდეო

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
შეხვედრაზე პანდემიის მხრივ საქართველოსა და  მსოფლიოში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად  დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ნათია თურნავამ კახეთის გასტროტურში მიიღო მონაწილეობა

 - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
ჩაქაფული, შოთის პურები: ნათია თურნავამ კახეთის გასტროტურში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრაზე მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის კუთხით საქართველოსა და  მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას.

მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ. განხილული იქნა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების კუთხით გლობალურად არსებული ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და  კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს.

ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. დიპლომატიურმა კორპუსმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს  მსგავსი ფორმატით შეხვედრისთვის.

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში  მისია ახალი დაწყებული აქვთ,  ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0