09:44 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა 24 სექტემბრამდე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიო ტურიზმის 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში მტირალას ეროვნულმა პარკმა მოიპოვა ტიტული „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.

მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი.

საქართველოს ხუთი ნაციონალური პარკი „ტურისტულ ოსკარზეა“ ნომინირებული>>

მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა 24 სექტემბრამდე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო ღონისძიების ოფიციალურ საიტზე.

„მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში ის ყველაზე ნალექიანი ადგილია და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება და მისი მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორიდან. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. ეს კატეგორიებია: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და სხვ.

World Travel Awards-ის პრემიას ხშირად „ტურისტული ინდუსტრიის ოსკარსაც“ უწოდებენ. გამარჯვებულებს ყოველწლიურად სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური ავლენს.

მთავარი თემები