საქართველოს ხუთი ნაციონალური პარკი „ტურისტულ ოსკარზეა“ ნომინირებული

© courtesy of Kolkheti National Parkკოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რჩეული პარკისთვის ხმის მიცემა World Travel Awards 2020-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი 10 მაისის ჩათვლით. გამარჯვებული კი 20 ივნისს გამოვლინდება.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ხუთი ეროვნული პარკი World Travel Awards 2020-ის რიგით 27-ე საერთაშორისო დაჯილდოებაზეა ნომინირებული, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

საქართველო წარდგენილია ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020”. ამ კატეგორიაში მონაწილეობენ: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი და
ყაზბეგის ეროვნული პარკი. 

რჩეული პარკისთვის ხმის მიცემა World Travel Awards-ის ვებ-გვერდზე  2 მარტიდან 10 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. ვიდეორგოლში მოცემულია ხმის მიცემის ინსტრუქცია. გამარჯვებული 20 ივნისს გამოვლინდება.

World Travel Awards – ტურიზმის სფეროში ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 1993 წელს დაარსდა. პრემია ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული და რეგიონების საუკეთესო ტურისტული მიმართულებების გამოვლენას ემსახურება.

პრემიას ხშირად „ტურისტული ინდუსტრიის ოსკარსაც“ უწოდებენ. გამარჯვებულებს ყოველწლიურად სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური ავლენს.

 


ყველა ახალი ამბავი
0