როგორ უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას თბილისის აეროპორტი

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტის ოპერატორმა TAV Georgia მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებისთვის უკვე მიიღო შესაბამისი ზომები, როგორიცაა, მაგალითად, აპარატები ხელის დეზინფექციისთვის, ვიდეოსკანერები ტემპერატურის გასაზომად და სხვ.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს პასუხობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

როდის აღდგება ფრენები საქართველოს ცაზე და როგორი იქნება ვოიაჟი პანდემიის შემდეგ>>

საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კარის გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს. მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ავიამომოსვლის აღდგენის თაობაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ასევე ავიაკომპანიებთან, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრენებს ახალი წესებით უზრუნველოფენ.

„მნიშვნელოვანია, მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტები, მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს პასუხობდეს, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

აეროპორტის ოპერატორმა TAV Georgia მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა უკვე უზრუნველყო.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გახსნის თუ არა საზღვარს საქართველო სომეხი ტურისტებისთვის – გამყრელიძის პასუხი

მათ შორის, აეროპორტის შესასვლელებში დამონტაჟდა აპარატები ხელების დეზინფექციისთვის, სპეციალური ვიდეოსკანერები მგზავრთა ტემპერატურის გასაზომად. ასევე სპეციალური სტიკერებით არის მონიშნული მანძილი ასაფრენ და დასაფრენ ტერმინალებს შორის, სარეგისტრაციო დახლებზე დამონტაჟებულია დამცავი ფარები მგზავრებსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის პიდაპირი კონტაქტის აღსაკვეთად.

ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანა წარადგინოს, როგორც უსაფრთხო ტერიტორია. საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ე.წ. მწვანე ზონებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულების 21 მარტს შეწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0