გახსნის თუ არა საზღვარს საქართველო სომეხი ტურისტებისთვის – გამყრელიძის პასუხი

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ტურისტებს 1 ივლისიდან ელოდება, მაგრამ პირველ ეტაპზე – „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის გავრცელების დონე მინიმალურია.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს არ შეუძლია საზღვრების გახსნა ტურისტებისთვის იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, მათ შორისაა სომხეთი, განაცხადა TV პირველის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

Forbes-ის შეფასება: მოხვდა თუ არა საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში>>

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლა 1 ივლისიდან შეუძლიათ ტურისტებს მხოლოდ „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მიმართულებით მუშაობს. იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსის გავრცელების დონე მინიმალურია, ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ტურისტულ არხებსა და გზას ვერ გავაღებთ იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, შედის თუ არა ამ ქვეყნების სიაში სომხეთი, გამყრელიძემ უპასუხა, რომ უპირობოდ შედის და საქართველოს ამ ქვეყნიდან ტურისტებისთვის თავისი კარის გახსნა არ შეუძლია.

გიორგი გახარია
 - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის

გამყრელიძის განცხადებით, მუშავდება გარკვეული პროცედურები. კერძოდ, როგორი ტესტი უნდა გაიაროს ტურისტმა, სანამ საქართველოში ჩამოვა. მსგავსი წესები უკვე ბევრმა ქვეყანამ შემოიღო. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიან, უნდა გაიარონ PCR–ტესტი საზღვრის გადაკვეთამდე არაუმეტეს 48 საათით ადრე.

ამას გარდა, თვითონ საქართველოში სპეციალისტები გარკვეულ მეთვალყურეობას გაუწევენ ჩამოსულ ტურისტებს.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო ოქროს შუალედის პოვნა შეზღუდვების შერბილებასა და ჯანდაცვის სისტემის სწრაფ რეაგირებას შორის.

თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად დასახელდა>>

ბოლო ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 158 ადამიანი. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს.

საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის. წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. უსაფრთხო, ანუ „მწვანე დერეფანი“, პირველ რიგში, გაიხსნება ტურისტებისთვის ისრაელიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან.

ყველა ახალი ამბავი
0