01:05 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (189)
47 0 0

გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემები ახალი წლის წინ გაჩნდა, რის გამოც კურორტები ბევრმა ტურისტმა დატოვა

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. გუდაურში წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მშენებლობა იგეგმება, განაცხადა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალმა ხელმძღვანელმა გრიგოლ მანდარიამ.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს>>

მანდარია ამ თანამდებობაზე სამშაბათ დილით დანიშნეს. მან ეკატერინე გალდავა შეცვალა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს ზამთრის კურორტები – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, თუმცა უკვე მეორე დღეს დამსვენებლებს ისევ შეექმნათ პრობლემა. როგორც „წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიაში“ განმარტეს, წყლის პრობლემა კურორტებზე თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რომ რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება, დაიცალა.

„მომავალ დღეებში დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მშენებლობა, მოკლე მონაკვეთით, რათა მსგავსი ტიპის შეფერხებები და პრობლემები თავიდან იყოს აცილებული გუდაურში. ასევე მომავალ კვირებში გვექნება აქტიური მუშაობა და შეხვედრები „რედკოს“ ხელმძღვანელობასთან და დამფუძნებლებთან. როგორც ყველასთვის ცნობილია, მომავალ წელს „რედკო“ ფიქრობს გუდაურში საკმაოდ დიდ მშენებლობას, განაშენიანების გაზრდას. შესაბამისად, ჩვენი წყალმომარაგების კომპანიაც მზად უნდა იყოს ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა მანდარიამ, იუწყება პირველი არხი.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამსვენებლებს ამგვარი პრობლემები აღარ შეექმნათ.

გუდაურში წყალმომარაგება უახლოეს საათებში აღდგება, ხოლო ბაკურიანში, მანდარიას განცხადებით – უახლოეს დღეებში.

როგორც უფრო ადრე მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს, ზამთრის სეზონის გახსნამდე 10 ათასი კუბური მეტრი წყალი მოიმარაგეს. სწორედ ეს მარაგი გამოიყენეს ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის.

ამასთან, თოვლის არარსებობის გამო გუდაურში ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გადაიდო.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (189)

მთავარი თემები