უთოვლობის პრობლემები: გუდაურში სეზონის ოფიციალური გახსნა არ შედგება

© photo: Sputnikგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლევანდელმა უთოვლობამ საქართველოს ზამთრის კურორტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მათ შორისაა წყლით მომარაგების შეფერხებები

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik.  გუდაურში, უთოვლობის გამო, 11 იანვარს სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება არ შედგება,  ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის Facebook−გვერდზე

„შექმნილი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, უთოვლობის გამო, 11 იანვარს სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება არ შედგება“, — ნათქვამია განცხადებაში. 
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილემ განმარტა, როდის აღუდგება ბაკურიანს წყლის მოწოდება

კომპანიის ინფორმაციით, სეზონი გრძელდება იმ სათხილამურო გზებზე, სადაც საკმარისი თოვლია. ესენია სნოუპარკი, კუდები და კობი-გუდაური. 

წლევანდელმა უთოვლობამ საქართველოს ზამთრის კურორტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. როგორც „წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიაში“ აცხადებენ, სწორედ უთოვლობა გახდა ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობის მიზეზი, ვინაიდან ის რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსებოდა, დაიცალა. 

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ბაკურიანს წყლის მიწოდება დღეს დილიდან აღუდგა. რაც შეეხება პრობლემურ სასტუმროებსა და ადგილებს, მათ დღის მეორე ნახევარში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება. 

ყველა ახალი ამბავი
0