მინისტრის მოადგილემ განმარტა, როდის აღუდგება ბაკურიანს წყლის მოწოდება

გამოწერა
სამთო-სათხილამურო კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლება 31 დეკემბრიდან შეიქმნა.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განმარტა, რომ გუშინ, საღამოს 23:00 საათზე წყალმომარაგების წნევასთან დაკავშირებული საკითხის გამო ბაკურიანში წყალი სპეციალურად გამოირთო, თუმცა დღეს დილიდან მიწოდება აღდგენილია. რაც შეეხება პრობლემურ სასტუმროებსა და ადგილებს, მათ დღის მეორე ნახევარში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - Sputnik საქართველო
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბეგიაშვილის თქმით, ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, რაც შედეგიანი იყო.

რაც შეეხება გუდაურს, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, „რედკოს“ დასახლებას წყალი უკვე მიეწოდება.

ამასთან, დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ეკატერინე გალდავა. თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.

საქართველოს ზამთრის ორი კურორტი – გუდაური და ბაკურიანი ახალი წლის დღეებში წყლის გარეშე დარჩა. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, თუმცა უკვე მეორე დღეს დამსვენებლებს ისევ შეექმნათ პრობლემა. როგორც „წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიაში“ განმარტეს, წყლის პრობლემა კურორტებზე თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.

წყალი გუდაურში მხოლოდ კომპლექს Redco Georgia-ს მიეწოდება და ისიც ხარვეზებით. ბაკურიანში კი წყალს აბონენტების მხოლოდ 10% იღებს. ვითარების გამოსასწორებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. 

ყველა ახალი ამბავი
0