ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnikკვარიათი
კვარიათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და ტურიზმის სფეროში არსებული ვითარება განიხილა

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის მოსალოდნელი შემცირების ფონზე, მოქალაქეებს შვებულების სამშობლოში გატარებისკენ მოუწოდა.

მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა>>

თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ არ წყდება. საპროტესტო აქციებთან ერთად გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობები. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების გამო მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისიდან ამოქმედდება. ბოლო დრომდე რუსი ტურისტები, რაოდენობის მხრივ, საქართველოში ლიდერობდნენ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა", - განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აჭარის მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო
შემოსავლები ტურიზმიდან პირველ ხუთ თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა

მისი თქმით, აჭარის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ რეგიონში მრავალი ახალი საინვესტიციო პროექტია.

„ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს>>

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო საქართველომ წლის ბოლომდე შეიძლება დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი და 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დაკარგოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0