თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია MyWay Airlines-ი დაიწყებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას თბილისი-მოსკოვის მარშრუტით, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
კომპანია აეროპორტ „ჟუკოვსკის“ მიმართულებით ფრენების დაწყებას 26 აპრილიდან აპირებს.
MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა 2018 წელს დააარსა და ამჟამად ის ფრენებს მხოლოდ ტელ-ავივის მიმართულებით ასრულებს.
„ფრენები განხორციელდება 26 აპრილიდან, რეისების ბილეთები უკვე გაყიდვაშია და მათი ღირებულება 463 ლარს შეადგენს (ორივე მიმართულებით)“, - ნათქვამია მასალებში.
პირდაპირ რეგულარულ რეისებს თბილისიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „პობედა", S7 Airlines, „ურალის ავიახაზები“ და Nordavia-Regional Airlines.
MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა დააარსა. გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. პირველი რეისი ავიაკომპანია MyWay Airlines-მა მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.
თბილისსა და კიევს დაბალბიუჯეტიანი „ახალგაზრდა" ავიაკომპანია დააკავშირებს >>
კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი პროექტია 2015 წლის ოლიმპიური ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის თბილისის გარეუბანში ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, სადაც ის ახლაც აგრძელებს დიდი დასახლების მშენებლობას.