13:50 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ავიაკომპანია SkyUp-ის თვითმფრინავი

თბილისსა და კიევს დაბალბიუჯეტიანი „ახალგაზრდა" ავიაკომპანია დააკავშირებს

© photo: courtesy of GCAA
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
8510

ახალი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp თბილისში კვირაში ორჯერ იფრენს

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp კიევიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 23 დეკემბრიდან შეასრულებს, აღნიშნულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

SkyUp 2019 წლის 30 მარტამდე თბილისში კვირაში ორჯერ იფრენს - ხუთშაბათობითა და კვირაობით. რეისს საჰაერო ხომალდი Boeing B737-800 შეასრულებს.

შესაბამისი ნებართვა SkyUp-მა ქართული მხრისგან 12 ნოემბერს მიიღო.

SkyUp Airlines უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო. მისი ბაზა იგორ სიკორსკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტ „კიევშია".

 

მთავარი თემები