თბილისსა და კიევს დაბალბიუჯეტიანი „ახალგაზრდა" ავიაკომპანია დააკავშირებს

© photo:Civil Aviation Agency GCAA / FBავიაკომპანია SkyUp-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია SkyUp-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp თბილისში კვირაში ორჯერ იფრენს

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp კიევიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს 23 დეკემბრიდან შეასრულებს, აღნიშნულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს თავზე სულ უფრო მეტი თვითმფრინავი დაფრინავს

SkyUp 2019 წლის 30 მარტამდე თბილისში კვირაში ორჯერ იფრენს - ხუთშაბათობითა და კვირაობით. რეისს საჰაერო ხომალდი Boeing B737-800 შეასრულებს.

შესაბამისი ნებართვა SkyUp-მა ქართული მხრისგან 12 ნოემბერს მიიღო.

SkyUp Airlines უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო. მისი ბაზა იგორ სიკორსკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტ „კიევშია".

 

ყველა ახალი ამბავი
0