12:12 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ტობავარჩხილი

ტობავარჩხილი მომღერალ ემინ აგალაროვის კლიპში ბზინავს

© FB / Tavahavarchi, mukhuri (silver lake)
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
18610

სამეგრელოს მთებში მდებარე ტბამ კლიპმეიკერების - ალექსეი და ანა ფიგუროვების ყურადღება მიიპყრო

 

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ტბა - ტობავარჩხილი - პოპულარული აზერბაიჯანელი მომღერლის, ემინ აგალაროვის (Emin) ახალი ვიდეოკლიპის კადრში მოხვდა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე Неба не боялись.

Dior და Chanel ყაზბეგის ფონზე: Vogue-ის ჯადოსნური ფოტოსესია საქართველოში >>

ტობავარჩხილი ( ვერცხლის ტბა) სამეგრელოს მთებში 2650 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ივლისიდან სექტემბრამდე, ტბასთან მისასვლელად კი უნდა გადალახოთ მთის მდინარეები, უღელტეხილები და მყინვარები.

ემინის კლიპის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ბაქოში აზერბაიჯანელი მსახიობების მონაწილეობით, ასევე რუსეთში. სცენარი დაწერილია ალექსანდრ გრინის მოთხრობა „ალისფერი იალქნების“ მიხედვით, მხოლოდ გემის ნაცვლად ვიდეოს ავტორებმა საჰაერო ბუშტი გამოიყენეს.

ულამაზესი ტბის თავზე სწორედ ეს უზარმაზარი წითელი საჰაერო ბუშტი დაფრინავს.

სიმღერის ავტორია ნიკოლაი ხრისტოვი, კლიპის რეჟისორები არიან ალექსეი და ანა ფიგუროვები. კლიპში როლებს ასრულებენ „მისტერ აზერბაიჯან-2017“-ის ტიტულის მფლობელი ალი გუსეინოვი, აზერბაიჯანის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი რუფატ ნაზარი და რუსი მსახიობები.

ემინ აგალაროვი ისეთი საერთაშორისო პრემიების ლაურეატია, როგორიცაა World Music Awards, „საუკეთესო შემსრულებელი აზერბაიჯანიდან“, „ოქროს გრამოფონი“, პრემია მუზ-ტვ“ და სხვ. მომღერალმა გამოუშვა ცხრა ინგლისურენოვანი ალბომი, ის თანამშრომლობს წამყვან მსოფლიო კომპანიებთან - Warner Music და Sony ATV Music Publishing.

აგალაროვი, გრიგორი ლეფსი და სერგეი კოჟევნიკოვი არიან საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „ჟარას“ ორგანიზატორები, რომელიც ყოველ წელს ბაქოში იმართება.

 

 

 

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები