Dior და Chanel ყაზბეგის ფონზე: Vogue-ის ჯადოსნური ფოტოსესია საქართველოში

© REUTERS / Toru Hanaiმოდელები შოუს რეპეტიციაზე
მოდელები შოუს რეპეტიციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო დონის ბრენდების სამოსი საქართველოს დიადი მთების ფონზე აღბეჭდეს

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. იაპონური მოდური ჟურნალ Vogue-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს ყაზბეგი და Mercedes Benz Fashion Week Georgia-ს ორგანიზატორის, სოფო ჭყონიას დახმარებით მსოფლიო დონის ბრენდებისთვის ფოტოსესია ჩაატარეს.

Dior-ის, Chane-ის, Givenchy-ს, Prada-ს სამოსში გამოწყობილი მოდელები საქართველოს ულამაზესი მთების ფონზე პოზირებდნენ. გოგონებს გადაუღეს ფოტოები ასევე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ფონზე.

ფოტოსესიის ფოტოები იაპონური Vogue-ის Instagram-ზე წარწერით The journey to Georgia გამოქვეყნდა.

მსოფლიო მოდის ინდუსტრია საქართველოთი სულ უფრო მეტად ინტერესდება. აქ ტარდება მოდის კვირეულები, ჩამოდიან უცხოელი ბაიერები, სტუმრები, ჟურნალისტები და უბრალოდ მოდის მიმდევარი ქალები. მსოფლიო ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსით სულ უფრო ხშირად ჩნდებიან.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის პარიზის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი 380 ათასი ევროს ღირებულების 2000-მდე ნივთი გაიყიდა.

ყველა ახალი ამბავი
0