18:05 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ტურისტები ლეღვთახევის ხეობაში

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ უცხოელი ტურისტებისგან

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
164 0 0

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს 8,5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5 895 914 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,2%-ით მეტია, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 235 800 შეადგინა, რაც 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელს 19,3%-ით აღემატება.

რვა თვეში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%) განხორციელდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების  რაოდენობით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%, ნიდერლანდები +55%, რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46%.  

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%, ჩინეთი +92%, ბელარუსი +44%, ქუვეითი 44% და ისრაელი +35%.

2018 წლის აგვისტოში კი  საქართველოში 1 294 926 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  შედარებით 9,8%-ით მეტია. აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737 049 შეადგინა, რაც  2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 13,9%-ით მეტია. 

გასულ თვეში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15,8%), აზერბაიჯანიდან (+13,3%),სომხეთიდან (5,7%)და თურქეთიდან (24,4%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით,  პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, საიდანაც აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო +30% და სხვა. 

განსაკუთრებული ზრდა კი  დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +40%. 

რაც შეეხება უცხოური ტურიზმიდან შემოსულ შემოსავალს, წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 1 361 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე  305 მილიონით (+28.9%) მეტია.

რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება >>

2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 6,8%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16,6%-ია. 

2017 წლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6,9% შეადგინა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს 8,5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

მთავარი თემები