რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე რაჭაში დღესასწაულზე
მამუკა ბახტაძე რაჭაში დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბროლაურში რეგიონული ფოლკლორის ფესტივალი „ფუძეობა“ მიმდინარეობს

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს რაჭაში ტურისტების გასამმაგება და მისი ოთხსეზონიან კურორტად ქცევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ორშაბათს მთავრობის მეთაურმა ამბროლაური მოინახულა, სადაც რეგიონული ფოლკლორის ფესტივალი „ფუძეობა“ მიმდინარეობს.

რაჭა ევროპის კურორტებს კონკურენციას გაუწევს >> 

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გარანტიაა გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ამბროლაურში ფუნქციონირებს აეროპორტი, ასევე ხორციელდება 21 ინფრასტრუქტურული პროექტი, საიდანაც 18 მიმდინარე წელს დასრულდება.

„ამასთან ერთად, საჭიროა მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზების მშენებლობის საქმეში. ამ თვალსაზრისით, 2019-2020 წლები იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა  მამუკა ბახტაძემ.

რაჭული სამზარეულო და ფოლკლორი: ონში აგრო-ფესტივალი ჩატარდება >>

რაჭა-ლეჩხუმს მეორე შვეიცარიას ეძახიან. რეგიონში კრისტალურად სუფთა ჰაერი, ალპური მდელოები და უამრავი მინერალური წყაროა. მხოლოდ რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში, გაშენებულია ყურძნის ჯიში, რომლითაც განთქმულ ღვინოს აყენებენ.


ყველა ახალი ამბავი
0