რაჭული სამზარეულო და ფოლკლორი: ონში აგრო-ფესტივალი ჩატარდება

© press-service of the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti municipalityრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ფერმერები სტუმრებს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კოლორიტული სამზარეულო, ტკბილეული და ფოლკლორი ელოდება აგრო-ფესტივალის სტუმრებს, რომელიც ონში შაბათს გაიმართება.

ღონისძიება 15:00 საათზე ქალაქის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. ფესტივალი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული თვითმმართველობის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში ხელოვნების ფესტივალი ARGANI გაიმართება

ორგანიზატორები გეგმავენ, რომ აგრო-ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას ასამდე საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და ფერმერული მეურნეობა წარადგენს.

„სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი: ღვინო, თაფლი, ლორი, ნიგოზი, რძის პროდუქტები, ჩირი, ვაშლისა და ჟოლოს ძმარი და ა.შ.“, — ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, სადაც სტუმრებს რაჭული სამზარეულოს კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცემათ. 

ჯაზი და ღვინო — კახეთში ორიგინალური ფესტივალი გაიმართება >>

აგრო-ფესტივალის პროგრამაშია აგრეთვე გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები, ასევე კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალს ანსამბლი „ძირიანი" დახურავს.


ყველა ახალი ამბავი
0