ქობულეთის სანაპიროს იჯარით გადასცემენ

გამოწერა
კურორტზე პლაჟების და მიმდებარე ზონების კეთილმოწყობის მიზნით ინვესტორების მოზიდვას გეგმავენ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ქობულეთში სეზონურად შეზლონგების განთავსებისთვის პლაჟი 5 ზონად დაიყოფა — აუქციონში მსურველებს მონაწილეობის მიღება 30 მაისამდე შეუძლიათ, განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ვერულიძემ.

თითოეული ზონის იჯარის საწყისი ფასი დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და 240-დან 540 ლარამდე მერყეობს. ამ თვალსაზრისით ყველაზე მოთხოვნადია ფიჭვნარის მიმდებარე სანაპირო ზოლი.

ნაპირდამცავი სამუშაოები ქობულეთში - Sputnik საქართველო
ნაპირდამცავი სამუშაოები ქობულეთში მაისში გაგრძელდება

„პლაჟზე შეზლონგების განთავსებასთან დაკავშირებით გამოცხადდა საჯარო აუქციონი, რომელიც 30 მაისს დღის 2 საათზე შედგება. შესაბამისად, აღნიშნული სექტორების განკარგვა აუქციონის პრინციპით კონკურენტულ გარემოში მოხდება“, — განაცხადა დავით ვერულიძემ ტელეკომპანია Ajara TV-ს ეთერში.

ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის მეწარმეებმა უნდა მიმართონ მერიას — თვითმმართველობა საკითხს კომისიაზე განიხილავს.

„ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები არ შემოგვიღია — ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას სეზონური სავაჭრო ობიექტების იერსახე წარმოადგენს“, — აღნიშნა ვერულიძემ.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება >>

აჭარის ზღვისპირა ნაწილი ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს და მრავალფეროვანი საკურორტო ზონებით გამოირჩევა. ბათუმის შემდეგ ყველაზე პოპულარული საზღვაო კურორტი ქობულეთია, სადაც ყველანაირი გართობა და მომსახურება არის წარმოდგენილი.


ყველა ახალი ამბავი
0