06:13 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ქართული ღვინო, ტკბილეულობა, ხილი

რატომ უნდა ისწავლოს ყველამ სიტყვები „მადლობა“ და „გაუმარჯოს“ – Forbes-ის პასუხი

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (328)
15120

ავტორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებობს შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ქართული - სრულიად განსხვავებული რამაა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ამერიკული ეკონომიკური ჟურნალ Forbes-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც დასახელებულია ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რატომ უნდა ისწავლოს ყველამ ქართული სიტყვები „მადლობა“ და „გაუმარჯოს“.

მწერალი და ფოტოგრაფი ადამ მორგანშტერნი სტატიაში „რატომ არის საქართველო (ქვეყანა) — საუკეთესო სამზარეულოს და ღვინის მორიგი მიმართულება“ აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებობს შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ქართული — სრულიად განსხვავებული რამაა.

„ამიტომ თქვენი შემდგომი დასვენებისა და სამზარეულოს, ღვინისა და კულტურის გაცნობისთვის სამოგზაუროდ უკეთესი ადგილი არ არსებობს. აქ წარმოდგენილია ძირითადი მიზეზები, რატომ უნდა ისწავლოს ყველამ ქართული სიტყვები „მადლობა“ და „გაუმარჯოს“ და გაემგზავროს საქართველოში“, — წერს მორგანშტერნი.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში სახლებში თუ რესტორანში სუფრაზე კერძების ისეთი სიუხვეა, რომ თეფშები კერძებით პირდაპირ ერთმანეთზე აწყვია.

ბათუმში ჩატარდება ფესტივალი, სადაც მონაწილეებს დაქორწინება შეეძლებათ >>>

მორგანშტერნს კულინარიის შესახებ წიგნების ავტორის, კარლა კაპალბოს სიტყვები მოჰყავს: ქართველებისთვის სტუმარი — ღვთის საჩუქარია, და სტუმრის მიღება მათთვის ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და სიამოვნება.

„სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ნახავთ ქორფა კიტრისა და პომიდვრის სალათას, სოფლის ყველასა და გემრიელ „თონის“ პურს, რომელსაც ახალი ცომისგან აცხობენ“, — წერს მორგანშტერნი.

ავტორი ადარებს საქართველოს იტალიას და აღნიშნავს, რომ თითოეული რეგიონი საკუთარი საფირმო კერძით გამოირჩევა დსა თითოეულ რეგიონს ხაჭაპურის მომზადების საკუთარი ვარიანტი გააჩნია.

მორგანშტრენი ყველას ურჩევს გასინჯონ ჩაქაფული, ხინკალი, აჯაფსანდალი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვეგეტარიანელებისთვის სამარხვო ხინკალიც არსებობს — კარტოფილით და სოკოთი.

Forbes-მა თბილისი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა >>>

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო — მეღვინეობის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც ღვინოს თიხის ქვევრებში აყენებენ.

ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს გაცნობის დაწყება უმჯობესია თბილისით და ქალაქის საინტერესო ბარ-რესტორნები ჩამოთვალა. მორგანშტერნი ურჩევს ტურისტებს მოაწყონ გასეირნება დედაქალაქში, დეზერტირების ბაზარი მოინახულონ და ჩურჩხელა დააგემოვნონ.

სამზარეულოსა და ღვინის გარდა, ავტორი თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც აღნიშნავს — ეს არის მშვენიერი ეკლესიები, მაღაზიები და სამხატვრო გალერეები, აბანოთუბანი, გოგირდის აბანოები, ნარიყალა, ბოტანიკური ბაღი.


თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (328)

მთავარი თემები