ბათუმი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

გამოწერა
ბათუმის სანაპირო ზოლისა და ბულვარის მოწყობა 56 მილიონი ლარი დაჯდება.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ნაპირდაცვით სამუშაოებს აწარმოებს, ნათქვამია ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოკეანარაიუმი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ბათუმში შესაძლოა აფრიკარიუმი აშენდეს - პოლონეთი იმედს გამოთქვამს

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულებაა 56 მლნ ლარი.

„ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღდგენილ სანაპიროსთან ბულვარის დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომელთა სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე — 1,5 მეტრი.

ზაფხულობით ბათუმი ტურისტების პოპულარული და საყვარელი ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0