ბათუმში შესაძლოა აფრიკარიუმი აშენდეს - პოლონეთი იმედს გამოთქვამს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიოკეანარაიუმი მოსკოვში
ოკეანარაიუმი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ვროცლავის აფრიკარიუმის მუშაობას გაეცნენ, ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჩინოვნიკები გაეცნენ ვროცლავის აფრიკარიუმისწყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის მუშაობას.

ბათუმის დელფინარიუმი - Sputnik საქართველო
რატომ დახურეს ბათუმის დელფინარიუმი

აფრიკარიუმი ქალაქ ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. 4 000-ზე მეტი მცენარე, თევზების სახეობები და ზღვის ცხოველები, რომელთა ნახვაც სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აქვე მოწყობილია ორი 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. გარდა ამისა, აფრიკარიუმი აღჭურვილია საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით.

აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ აფრიკარიუმის ანალოგიური პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა.  უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი აჭარაში, რომლის ფარგლებშიც პოლონური მხარე ვითარებას ადგილზე გაეცნობა.


ყველა ახალი ამბავი
0