ურეკი და შეკვეთილი: საბაგირო, საავტომობილო გზები, ხიდები, ტრამვაი – განვითარების გეგმები

გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლება ზღვის კურორტების განვითარებას აპირებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის კუთხით

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. იგეგმება ურეკის შეკვეთილთან საბაგირო გზით და ქობულეთთან – ტრამვაით დაკავშირება. შესაძლო სიახლეების შესახებ ნათქვამია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

ურეკისა და შეკვეთილის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2016 წელს შეადგინეს, თუმცა ცოტა ხნის წინ მასში რიგი ცვლილებები შეიტანეს.

გენერალური გეგმის მიხედვით, ურეკსა და შეკვეთილში იგეგმება საავტომობილო გზებისა და ქუჩების რემონტი და მშენებლობა, ასევე საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების, ველობილიკების მოწყობა.

ბათუმის სანაპირო შტორმის შემდეგ - Sputnik საქართველო
ბათუმი ტურისტული სეზონისთვის ემზადება: ზაფხულში ახალი ესტაკადა გაიხსნება

მთლიანობაში, იგეგმება 15,57 კილომეტრი სიგრძის ახალი საავტომობილო გზის გაყვანა, 20,4 კილომეტრი სიგრძის ახალი ქუჩების, ასევე სამი საავტომობილო ხიდის გახსნა.

გენერალური გეგმა ითვალისწინებს ავტობანის, ასევე წყლის ტრანსპორტის შესაძლო განვითარებას. დოკუმენტში ასევეა საუბარი სპორტული და გასართობი კომპლექსების, საქმიანი და საცხოვრებელი ზონების განვითარებაზე.

ურეკი–შეკვეთილის რეკრეაციული ტერიტორია 1,5 ათასი ჰექტარია.

ურეკის ისტორია ას წელზე მეტს ითვლის, თუმცა კურორტი ოფიციალურად 1971 წლიდან არსებობს. ურეკი სასარგებლო ადგილია სასუნთქი გზების, გულ–სისხლძარღვთა, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემების მკურნალობისთვის. ურეკთან ახლოსაა შეკვეთილი, რომელიც ბოლო დროს აქტიურად ვითარდება. აქ მდებარეობს საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელშიც მსოფლიო დონის ვარსკვლავები მართავენ კონცერტებს.


ყველა ახალი ამბავი
0