ურეკში ბულვარს ააშენებენ

გამოწერა
ურეკში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ თითქმის ხუთი ათასი მეტრი სიგრძის ბულვარს ააშენებენ.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ურეკში თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე ბულვარი გაჩნდება, ნათქვამია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის ბულვარი ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ურეკში თანამედროვე რეკრეაციული ზონის მოწყობის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი დეტალური დოკუმენტაცია.

პროექტის ფარგლებში ბულვარში მოეწყობა ველოტრასები, საფეხმავლო ბილიკები, საშხაპეები, დასასვენებელი სკამები. ასევე დაგეგმილია ბულვარის გამწვანება, სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა. პლაჟზე ფრენბურთის სათამაშო მოედნები გაჩნდება.

ქუჩების მთლიანი სიგრძე, რომლებზეც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება, 4,8 ათასი მეტრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0