ბათუმი ტურისტული სეზონისთვის ემზადება: ზაფხულში ახალი ესტაკადა გაიხსნება

გამოწერა
მშენებლები ესტაკადის აშენებას ვადაზე ადრე გეგმავენ - ახალი გზა ბათუმში უკვე ივლისში გაიხსნება

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ბათუმის შემოსასვლელში ესტაკადის მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობს და დაგეგმილზე ადრე შეიძლება დასრულდეს.

როგორც აჭარის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, სამშენებლო პროცესი ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადის საძირკვლის მოწყობა.

ოკეანარაიუმი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ბათუმში შესაძლოა აფრიკარიუმი აშენდეს - პოლონეთი იმედს გამოთქვამს

პროექტის მიხედვით, ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში ერთკილომეტრიან მონაკვეთს შეადგენს. აღნიშნული გზის 500-მეტრიანი მონაკვეთის მოწყობა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ნაწილი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

პარალელურად ესტაკადის საძირკვლის სამუშაოები და ასევე რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც უშუალოდ ხიდის მშენებლობა დაიწყება.

„ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას და ტვირთბრუნვას გაზრდის, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოემსახურება, აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტთა ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის. ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს ბათუმი წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0