01:51 16 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
Осень в Тбилиси

საქართველოს გიდები კულტურის სფეროში ცოდნას აიმაღლებენ

© Sputnik / Levan Avlabreli
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)
242 0 0

გიდები კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შემდეგ დამწყები გიდების მომზადებას შეძლებენ

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო ტრენერები ქართველ გიდებს კულტურის სფეროში ცოდნის ამაღლებაში დაეხმარებიან, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

სწავლების პირველი ეტაპი, რომელიც 8 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება, 12 გიდის თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ითვალისწინებს. ტრენინგები წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში, ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე ტარდება.

სწავლების მეორე ეტაპზე გიდები გაივლიან ზეპირ და წერით ტესტირებას, რის შემდეგაც მიიღებენ გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) აკრედიტაციას.

WFTGA-ს აკრედიტირებულ ტრენერებს უფლება ექნებათ გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსები ჩაატარონ, რომლითაც დამწყებ გიდებს პროფესიის განვითარებაში დახმარებას გაუწევენ

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს. ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წამყვანი სპეციალისტები კურსს უტარებენ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც ჩამოყალიბდებიან გიდების ტრენერებად და ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში უფრო მეტი გიდი გადავამზადოთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", — განაცხადა ჟურნალისტებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

გიდები საქართველოს ელჩები არიან, მიაჩნიათ ტურიზმის ადმინისტრაციაში, ამიტომ მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მუდმივად იმართება ტრენინგები. ამ პროცესს გიდების ასოციაცია კურირებს, რომელიც 2010 წელს დაარსდა.

ასოციაციაში 250 გიდია. თუ ამ რიცხვს აჭარის გიდების ასოციაციის წევრებსაც დავუმატებთ, მთლიანობაში 300 სპეციალისტი გამოდის. გიდები პერიოდულად გადიან გადამზადებას, ტრენინგებსა და სემინარებს.

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)

მთავარი თემები