14:15 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ხალხური რწმენა-მინიშნებები (35)
800 0 0

წინაპრებისგან შემორჩენილი სიბრძნე ღაღადებს – ასჯერ დაფიქრდი, სანამ ვინმესგან რამეს ითხოვებ ან, პირიქით, ათხოვებო.

ძველი ხალხი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა იმ მინიშნებებს, რომლებიც ფულის სესხება-გასესხებას, ან რაიმე ნივთის თხოვებას ეხებოდა. მნიშვნელობა ჰქონდა ყველაფერს: დღისით გასცემდით ფულს თუ ღამით, შეძლებულ ადამიანს ათხოვებდით რაიმე ნივთს თუ ღარიბს...

ქვემოთ ამასთან დაკავშირებულ რამდენიმე ძველ რჩევა-რწმენას გაგაცნობთ, რომლებსაც, თურმე ნუ იტყვით, დღესაც აქცევენ ადამიანები ყურადღებას.

ფული

თუ ფულს შეძლებულ ადამიანს ასესხებთ, ძველი რწმენის თანახმად, ეს სიკეთეს მოგიტანთ. ვინაიდან, როგორც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, ვალის დაბრუნებისას მდიდარი კაცი თავისი იღბლის ნაწილსაც გადმოგცემთ, რაც დოვლათის დაგროვებაში შეგიწყობთ ხელს.

თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: ფულის საღამოს ან ღამით გასესხება სასტიკად იკრძალებოდა.

ხალხური ცრურწმენა: თუ კვირა დღეს თმა შეიჭრა...>>

სამკაულები

სამკაული არც თავად უნდა ათხოვოთ ვინმეს და არც თქვენ არ უნდა ითხოვოთ. თვლები და ლითონი მფლობელის ენერგიას ისრუტავს, ამიტომ სხვისმა ნივთმა შეიძლება თავისი პატრონის უბედურება თქვენზე გადმოიტანოს.

თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და სამკაულის გათხოვება ან თხოვება მოგიხდათ, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ის საპნიანი წლით.

ჭურჭელი

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ბოროტი ადამიანები ჭურჭელს ჯადოს გასაკეთებლად ან გასათვალად იყენებდნენ, ვინაიდან, სამკაულის მსგავსად, ისიც იოლად ისრუტავს ენერგიას, მერე კი გადააქვს და გასცემს.  

გარდა ამისა, ხალხური რწმენით, თქვენი ჭურჭელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაარეცხინოთ სხვას, თუ არ გინდათ, რომ უახლოეს მომავალში ფინანსური გაჭირვება დაგატყდეთ თავს.

ნახმარი ტანსაცმელი

ხალხური რწმენის თანახმად, სამოსი, რომელიც თუნდაც ერთხელ გეცვათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ათხოვოთ სხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სხვა თქვენს „ნაწილს“ წაიღებს.

საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი: თურმე საქმე რა ყოფილა>>

ჯობს საერთოდ გააჩუქოთ ტანსაცმელი, ვიდრე დროებით მისცეთ ვინმეს.

მარილი

ძველებს სჯეროდათ, რომ მარილს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. ამიტომ როცა მეზობელი მარილის სასესხებლად მიადგებოდა, სიმბოლურ ფასად ჰყიდდნენ — ერთ გროშს მაინც ართმევდნენ.

ცოცხი

ახლა ცოცხს აღარავინ თხოულობს, მაგრამ ძველად ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო. თუმცა ამას ხალისით არავინ აკეთებდა, ვინაიდან სწამდათ, რომ ცოცხი ოჯახური სიმდიდრის ერთგვარი მცველი იყო და შინიდან მისი გატანა ბარაქის „გახვეტას“ მოასწავებდა.

მაგიდა

თუ ვინმე მაგიდის სათხოვნელად მოგადგებათ, გაითვალისწინეთ, რომ მას აუცილებლად უნდა გადააფაროთ სუფრა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ოჯახს, რომელსაც მაგიდას ათხოვებთ, უსიამოვნებები და უფულობა არ ასცდება.

პური

თუ ვინმე პურის სათხოვნელად მოგადგებათ, რაღა თქმა უნდა, უარი არ უნდა უთხრათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ერთი ნაჭერი (ან ლუკმა) მაინც დაიტოვეთ შინ, თუ არ გინდათ, რომ მთელი თქვენი კეთილდღეობა სხვასთან წავიდეს.

ამასთან, ძველების რჩევით, პური არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარის ზღურბლიდან გააწოდოთ ვინმეს — გადით გარეთ (ან მთხოვნელი შემოიყვანეთ) და ისე გაეცით იგი.

და კიდევ ერთი: ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ პურის გაცემა არ შეიძლება.

თემები:
ხალხური რწმენა-მინიშნებები (35)

მთავარი თემები