რა უნდა იცოდეთ, თუ დაქორწინებას აპირებთ: დაშვება–აკრძალვები ხალხური რწმენით

© Pixabay / Pexelsახალდაქორწინებულთა ხელები
ახალდაქორწინებულთა ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს – არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან და სტუმრებთან დაკავშირებითაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.
სხვა ხალხური რწმენა-მინიშნებებისა და და ტრადიციის შესახებ, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

მთავარი მინიშნებები ქორწილითვის ასე გამოიყურება:

  • საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;
  • პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს - ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშოროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;
  • ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;
  • ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;
  • როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;
  • სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;
  • თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია - წვიმა შურსა და ავ თვალს ცუდს ჩამორეცხავს;
  • თუ მოთოვს - ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;
  • თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;
  • არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება - ჩხუბი და დავიდარაბა იცის...
© Pixabay / StockSnapНевеста идет босиком, держа в руках туфли и свадебный букет
Невеста идет босиком, держа в руках туфли и свадебный букет - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Невеста идет босиком, держа в руках туфли и свадебный букет
ფეხშიშველა პატარძალი

მინიშნებები პატარძლისთვის

თუ ჯვრისწერის დღეს საპატარძლო:
  • აცემინებს, ე.ი. ბედნიერი ოჯახი ექნება;
  • წამოიტირებს - მეუღლესთან კავშირი ბედნიერებას მოუტანს;
  • ნახმარ ფეხსაცმელს ჩაიცვამს - ოჯახში წარმატება შევა;
  • უშუალოდ ჯვრისწერისას მარცხენა ხელისგული მოექავა - სიმდიდრეში იცხოვრებს, თუ მარჯვენა - სტუმრიანი და ხმაურიანი ოჯახი ექნება.
© Pixabay / Pixabayსასიძო ქორწილის დღეს
სასიძო ქორწილის დღეს - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სასიძო ქორწილის დღეს

მინიშნებები სასიძოსთვის

თუ სასიძო:
  • ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს - სმას მიეძალება;
  • პატარძალს სახლში ხელში აყვანილს შეიყვანს - ოჯახში კეთილდღეობა დაისადგურებს;
  • წინა დღეს საცოლეს ჩუმად შეაჭმევს ტკბილს - ცხოვრებაც ტკბილი ექნებათ;
  • ქორწილის წინა დღეს თმას შეიჭრის - სუსტი ჯანმრთელობის შვილები ეყოლება.
© Pixabay / NGDPhotoworksქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქორწილი
ნეფე-პატარძალი კრეატიული ჩაცმულობით

ქორწინება თვეების მიხედვით

თუ ჯვრისწერა გაიმართა:
  • იანვარში — მალე დაქვრივებაზე მიანიშნებს;
  • თებერვალში — მეუღლესთან თანხმობაში ცხოვრებას მოასწავებს;
  • მარტში — უცხო ქვეყანაში იცხოვრებ;
  • აპრილში — ბედნიერება ცვალებადი იქნება;
  • მაისში — უიღბლოა, საკუთარ სახლში გიღალატებენ;
  • ივნისში — მთელი ცხოვრება თაფლობის თვე გექნება;
  • ივლისში — ცხოვრება ტკბილ-მწარედ ჩაივლის;
  • აგვისტოში — მეუღლის სახით ერთგულ მეგობარს შეიძენ;
  • სექტემბერში — მშვიდი და წყნარი ცხოვრება გელის;
  • ოქტომბერში — ცხოვრება მძიმე და რთული იქნება;
  • ნოემბერში — მდიდრული და ბედნიერი ცხოვრება გელოდება;
  • დეკემბერში — სიყვარული წლიდან წლამდე გაძლიერდება.
ყველა ახალი ამბავი
0