რა არის იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო

CC BY-SA 2.0 / m-louis .® / 開智学校იაპონური სკოლა
იაპონური სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
გაკვეთილებზე დასწრება – 99,99%, დაგვიანება – თითქმის 0%, მასწავლებელს უსმენს – 91%. რომელ ქვეყანას შეუძლია კიდევ ასეთი სტატისტიკით იამაყოს?!

რა არის იაპონელი ხალხის ასეთი შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი სიყვარულით სავსე დამოკიდებულების საიდუმლო? რატომ არიან იაპონელები ასეთი გენიალური და უნიკალური ადამიანები? იმიტომ, რომ მათ განათლების განსაკუთრებული სისტემა აქვთ.

ჯერ მანერები, შემდეგ — სწავლა

იაპონელი სკოლის მოსწავლეები გამოცდებს მე-4 კლასამდე არ აბარებენ (როდესაც 10 წელი უსრულდებათ). მხოლოდ პატარა, დამოუკიდებელ ნამუშევრებს წერენ. მიიჩნევა, რომ აკადემიური ცოდნის სწავლების პირველ სამ წელს ეს ყველაზე მთავარი არ არის. აქცენტი გადატანილია აღზრდაზე, ბავშვებს ასწავლიან სხვა ადამიანებისა და ცხოველების პატივისცემას, დიდსულოვნებას, თანაგრძნობას, ჭეშმარიტების ძიებას, თვითკონტროლსა და ბუნებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას.

© FL/ elmimmoიაპონელი სკოლის მოსწავლეები
რა არის იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
იაპონელი სკოლის მოსწავლეები

სასწავლო წელი იაპონიაში 1 აპრილს იწყება

იაპონელები სწავლას მაშინ იწყებენ, როდესაც უმრავლეს ქვეყნებში ბავშვები სწავლას ასრულებენ. სასწავლო წლის დასაწყისი საკურას აყვავების დროს ემთხვევა. ეს მათ ამაღლებულ და სერიოზულ განწყობას უქმნის. აკადემიური წელი სამი ტრიმესტრისგან შედგება: 1 აპრილიდან 20 ივლისის ჩათვლით, 1 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით და 7 იანვრიდან 25 მარტის ჩათვლით. ამგვარად, იაპონელები ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ 6 კვირის განმავლობაში, ხოლო ზამთარსა და გაზაფხულზე — 2-2 კვირით.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2017
სულიერება, თმენა, პრაქტიკული მაგალითები – ბავშვის აღზრდის თავისებურებანი ინდოეთში

იაპონურ სკოლებში არ არიან დამლაგებლები, ბავშვები თვითონ ალაგებენ შენობებს

თითოეული კლასი თვითონ ალაგებს კაბინეტებს, დერეფნებს და ტუალეტებსაც კი. ასე ბავშვები ჯგუფურად მუშაობას და ერთმანეთის დახმარებას სწავლობენ. თანაც, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დალაგებაში ამდენი დრო დაკარგეს და ამდენი შრომა ჩადეს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მისი დანაგვიანება მოინდომონ. ეს მათ საკუთარი და ასევე სხვისი შრომისადმი პატივისცემასა და გარემოსადმი სათუთ დამოკიდებულებას ასწავლის.

სკოლებში მხოლოდ სტანდარტულ სადილს ამზადებენ, რომელსაც ბავშვები კლასში ერთად მიირთმევენ

დაწყებით და საშუალო სკოლებში ბავშვებისთვის სპეციალურ ლანჩს ამზადებენ, რომლის მენიუს არა მხოლოდ მზარეულები, არამედ მედიცინის მუშაკებიც ადგენენ, რათა საკვები მაქსიმალურად ჯანსაღი და სასარგებლო იყოს. კლასელები მასწავლებელთან ერთად კაბინეტში სადილობენ. ასეთ არაფორმალურ გარემოში მათ ერთმანეთთან უფრო მეტი და კეთილგანწობილი ურთიერთობები უყალიბდებათ.

© FL/ JoshBerglund19იაპონურ სკოლებში მხოლოდ სტანდარტულ სადილს ამზადებენ
რა არის იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
იაპონურ სკოლებში მხოლოდ სტანდარტულ სადილს ამზადებენ

დიდი პოპულარობით სარგებლობს დამატებითი განათლება

ბავშვები, იმისთვის, რომ კარგ საშუალო და შემდეგ უმაღლეს სკოლაში მოხვდნენ, კერძო და მოსამზადებელ სკოლებში სიარულს უკვე დაწყებით კლასებში იწყებენ. ისინი მეცადინეობენ კვირაობითაც, არდადეგებზეც კი და ითვალისწინებენ, რომ სასკოლო დღე, საშუალოდ, 6-დან 8 საათამდე გრძელდება. გასაკვირი არაა, რომ, სტატისტიკით, იაპონიაში კლასში ჩარჩენილები თითქმის არ არიან.

იაპონელი დედა შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2017
პარადოქსული, მაგრამ ეფექტური: აღზრდის იაპონური მეთოდი

ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა სკოლის მოსწავლეებს იაპონური კალიგრაფიისა და პოეზიის ხელოვნებას ასწავლიან

იაპონური კალიგრაფიის, ანუ შოდოს პრინციპი მარტივია: ბამბუკისგან გაკეთებულ ფუნჯს მელანში ავლებენ და ბრინჯის ქაღალდზე იეროგლიფებს მდორედ ხატავენ. იაპონიაში შოდოს ჩვეულებრივ ფერწერაზე ნაკლებად არ აფასებენ; ასევე ჰაიკუს — ეს ეროვნული, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე კლასიკური პოეტური ფორმაა, რომელიც ბუნებასა და ადამიანს წარმოგვიდგენს როგორც ერთ მთლიანობას. ორივე საგანი აღმოსავლური ესთეტიკის ერთ-ერთ პრინციპს — უბრალოსა და დახვეწილის თანაფარდობას წარმოგვიდგენს. ეს დისციპლინები ბავშვებს საუკუნოვანი ტრადიციების მქონე საკუთარი კულტურის დაფასებასა და პატივისცემას ასწავლის.

ყველა მოსწავლეს ფორმა უნდა ეცვას

საშუალო სკოლაში ყველა მოსწავლე ვალდებულია ფორმა ეცვას. ბევრ სკოლას თავისი ფორმა აქვს, მაგრამ, ტრადიციულად, ბიჭებისთვის ესაა სამხედრო სტილის ტანსაცმელი, ხოლო გოგონებისთვის — მეზღვაურის ფორმა. ეს წესი მოსწავლეების დისციპლინის გამტკიცებას ემსახურება, რამდენადაც თავად ტანსაცმელი სამუშაო განწყობას ქმნის. ერთნაირი ფორმა ასევე თანაკლასელების ერთ მუშტად შეკვრას უწყობს ხელს.

CC BY 2.0 / elmimmo / School boys სკოლის მოსწავლეები
რა არის იაპონელების გენიალობის მთავარი საიდუმლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
სკოლის მოსწავლეები

მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრება 99,99 პროცენტია

ძნელი წარმოსადგენია თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაუცდენია გაკვეთილები, აქ კი — მთელი ერია ასეთი! ამას გარდა, იაპონელი მოსწავლეები თითქმის არასდროს აგვიანებენ სკოლაში, ხოლო მათი 91% მასწავლებელს ყოველთვის უსმენს. რომელ ქვეყანას შეუძლია კიდევ ასეთი სტატისტიკით იამაყოს?

იაპონია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2017
გაუჩინარებული ადამიანები, ანუ იაპონური ფენომენი

ერთი გამოსაშვები გამოცდის შედეგები ყველაფერს წყვეტს

მაღალი კლასების დასრულების შემდეგ მოსწავლე ერთ ტესტს წერს, რომელიც გადაწყვეტს, მოხვდება თუ არა ის უმაღლეს სასწავლებელში. მოსწავლეს მხოლოდ ერთი დაწესებულების არჩევა შეუძლია და ეს წყვეტს მის მომავალ ხელფასსაც და, ზოგადად, ცხოვრების დონეს. ამასთან კონკურენცია ძალზე მაღალია: სკოლადამთავრებულთა 76% სწავლას განაგრძობს.

საუნივერსიტეტო წლები — ცხოვრების საუკეთესო არდადეგები

გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი უწყვეტი მომზადების შემდეგ იაპონელებს შესვენება უნდათ. ისე გამოვიდა, რომ ეს შესვენება საუნივერსიტეტო წლებზე მოდის. თითოეული იაპონელის ცხოვრებაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის წლები ყველაზე ადვილ და უზრუნველ წლებად არის მიჩნეული. შესანიშნავი დასვენებაა იმ სამუშაოს წინ, რომლისთვისაც იაპონელებს ბავშვობიდან ამზადებდნენ და ასწავლიდნენ, რომ სამუშაოს, როგორც ცხოვრების უმთავრეს საქმეს, არა მხოლოდ პასუხისმგებლობით, არამედ დიდი სიყვარულითაც უნდა მოეპყრას.

ყველა ახალი ამბავი
0