ბედნიერების შვიდი ციკლი, ანუ შემთხვევით არაფერი ხდება

CC BY 2.0 / Kevin Dooley / Worldსაზოგადოება
საზოგადოება - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
შეგინიშნავთ, რომ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს დაახლოებით ერთი და იგივე ამბები გადაგვხდება ხოლმე თავს? თუ არა, დააკვირდით, რადგან ადამიანი ყოველ წელს შვიდ ცხოვრებისეულ ციკლს გადის.

პირადი ციკლების გამოთვლა მარტივია. პირველი პერიოდის დასაწყისი — ადამიანის დაბადების დღეა. თითოეული ციკლი 52 დღეს გრძელდება.

მაგალითად, თუ 6 ივლისს დაიბადეთ, პირველი ციკლი ამ დღეს იწყება და 52 დღის შემდეგ, 27 აგვისტოს მთავრდება. მეორე ციკლი 28 აგვისტოს დაიწყება და ა.შ. დაბადების წელს მნიშვნელობა არა აქვს.

ბოლო პერიოდი შემდეგი დაბადების დღის წინა დღეს დასრულდება.

რა თქმა უნდა, ნაკიან წელიწადში ერთ-ერთი ციკლი ერთი დღით მეტი იქნება.

თაობები - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2017
ოთხი ასაკი – ოთხი ეტაპი

პირველი ციკლი: შესაძლებლობების პერიოდი

ეს საუკეთესო დროა გავლენიანი ადამიანების დახმარებით ჩანაფიქრის განსახორციელებლად. შესაძლებელია მფარველების პოვნა, სასურველი სამსახურის მოძებნა, საკუთარი საქმის დაწყება. წარმატებული პერიოდია საიმედო პარტნიორების მოსაძებნად, მომგებიან ბიზნესში კაპიტალის ჩასადებად.

სწორედ ამ პერიოდში უნდა გააკეთოთ განაცხადი საკუთარ თავზე და შეიქმნათ კარგი რეპუტაცია.

მეორე ციკლი: პატარა და დიდი ცვლილებების დრო

ამ პერიოდში გაემგზავრეთ ხანმოკლე ან გრძელვადიან მოგზაურობებში. როგორც საქმიანი, ისე დასვენების მიზნით მოგზაურობა აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება. ციკლი ხელსაყრელია ყველაფრისთვის, რაც გადაადგილებასთან, მოძრაობასთან არის დაკავშირებული. კარგი დროა საჯარო გამოსვლებისთვის.

მეორე ციკლის დროს არ ღირს ახალი ბიზნესის წამოწყება, სამუშაოს შეცვლა, გრძელვადიანი კონტრაქტების დადება, ვალის აღება ან გაცემა, ფასიანი ქაღალდების შეძენა, აზარტული თამაშები.

წარმატებული რომ გახდე, აუცილებელია მოქმედების მკაფიო კურსი დასახული მიზნისკენ - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2017
ბედნიერება, ოცნებები, წარმატება, ლოგიკა და სხვა – ცნობილი ფსიქოლოგის ლაკონური რჩევები

მესამე ციკლი: ენერგეტიკული

კარგ ფორმაში ხართ. ენერგიის არნახული მოზღვავება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. შესანიშნავი დროა კონკურენტებთან დასაპირისპირებლად.

წარმატება გარანტირებულია, თუ გსურთ რამის გაყიდვა — ბინის, ავტომობილის და ა.შ.

მაგრამ არის „მაგრამ"… მამაკაცებმა არ უნდა გააბან ახალი რომანები, ქალებმა კი, პირიქით, თვალი უნდა შეავლონ გავლენიან მფარველებს, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ საქმეებშიც და პირად ცხოვრებაშიც. თავი აარიდეთ კონფლიქტებს, რათა მტრები არ მოიმრავლოთ.

მეოთხე ციკლი: სულიერი

განსაკუთრებით წარმატებულია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ამ პერიოდში გექნებათ ბევრი იდეა და ამ იდეებს ხორცი შეესხმება. ჩანაფიქრი შეგიძლიათ თამამად განახორციელოთ — ფორტუნა თქვენ მხარესაა.

ამ პერიოდს ოპტიმიზმი ახასიათებს. თუმცა, გახსოვდეთ, როდესაც საქმე გამომცემლებთან, პროდიუსერებთან და ა.შ. გექნებათ, ყურადღებით იყავით. კარგად გაეცანით იურიდიულ და სხვა დეტალებს, რომ არ მოტყუვდეთ. ეს პერიოდი არახელსაყრელია ქორწინებისა და მსხვილი შენაძენისთვის.

თუ თავს დაღლილად გრძნობთ, ეს, შესაძლოა, თქვენი ჩვევების ბრალიც იყოს - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2016
რჩევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ

მეხუთე ციკლი: პირადი წარმატება

კარგია შემდგომი წარმატებისთვის ინტერესთა წრის გაფართოებისა და რეალური პერსპექტივების გამოჩენისთვის. თქვენ მოსაზრებებს ყურადღებას მიაქცევენ, მიიღებთ მეგობრებისა და პარტნიორების დიდ ნდობას.

ამ პერიოდში გამოიჩინეთ სითამამე და მორცხვობა გვერდზე გადადეთ. თავისუფლად მიმართეთ თანამდებობის პირებს. თუ სასამართლოში გაქვთ საქმე გადასაწყვეტი, სწორედ ამ პერიოდში ღირს ამის გაკეთება.

შესანიშნავი დროა გრძელვადიანი პროექტების რეალიზებისთვის, დიდი შენაძენის, ფულის ინვესტირებისთვის. მაგრამ ფრთხილად იყავით კანონთან მიმართებით.

ამ ციკლის განმავლობაში მოერიდეთ ხორცისა და ზღვის პროდუქტების მიღებას და, საერთოდ, ჯობს, დროებით ვეგეტარიანელი გახდეთ.

მეექვსე ციკლი: მოდუნება

უმჯობესია, ეს ციკლი დაუთმოთ სპორტის საყვარელ სახეობას, დასვენებასა და გართობას. არ შეშინდეთ, კარიერას არაფერი ემუქრება, თუ ცოტა ხანს საკუთარ თავს დაუთმობთ. ასევე სასარგებლო იქნება ხელოვნებასთან ურთიერთობა.

გრძელვადიანი და მტკიცე აღმოჩნდება მეგობრული და ინტიმური ნაცნობობა.

ბედნიერება - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2017
ბედნიერი ხართ, თუ...

მეშვიდე ციკლი: კრიტიკული

ამ პერიოდში კარგია დაგროვილი გამოცდილების გაანალიზება. თუ მიხვდებით, რომ რამე არასწორად გააკეთეთ, მომავალზე და შეცდომის გამოსწორებაზე იფიქრეთ, დაისახეთ ახალი გეგმები, მაგრამ ძველი კავშირები არ გაწყვიტოთ — ისინი კიდევ გამოგადგებათ.

შესაძლოა ხანდახან პესიმისტური განწყობები დაგეუფლოთ, მაგრამ ამას არ აჰყვეთ. ბოლოს და ბოლოს, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა უნდა გაჩერდეს, უკან მიიხედოს, დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს და უშედეგოდ არაფერს ჩაუვლია.

ყველა ახალი ამბავი
0