ბედნიერი ხართ, თუ...

© photo : Pixabayბედნიერება
ბედნიერება - Sputnik საქართველო
გამოწერა

· თუ დილით გაიღვიძე და არაფერი გტკივა, იმ 1 მილიონ ადამიანზე ბედნიერი ხარ, რომლებიც შემდეგ კვირას ვერ მოესწრებიან.

· თუ არასდროს მოხვედრილხარ ომის ქარცეცხლში, არასდროს გიგემია პატიმრობის სიმწარე, შიმშილი თუ წამების აგონია — დედამიწაზე 500 მილიონ ადამიანზე ბედნიერი ხარ.



· თუ ეკლესიაში ისე წასვლა შეგიძლია, რომ დაპატიმრება ან სიკვდილი არ გაფრთხობს — სამყაროში დაახლოებით მილიარდ ადამიანზე ბედნიერი ხარ.

· თუ მაცივარში საჭმელი გაქვს, ტანთ და ფეხთ გაცვია, ხოლო თავზე ჭერი გახურავს და დასაძინებელი გაქვს — დედამიწაზე მცხოვრებთა 75%-ზე მდიდარი ხარ.

· თუ ბანკში ანგარიში გაქვს, საფულეში რაღაც თანხა გიდევს, ხოლო ყულაბაში ცოტა ხურდაც გიჩხრიალებს — მაშინ დედამიწის მოსახლეობის იმ 8%-ში შედიხარ, რომლებიც უზრუნველყოფილებად მიიჩნევიან.


· თუ ახლა ამ ტექსტს კითხულობ, შენ არ მიეკუთვნები იმ ერთ მილიარდამდე ადამიანს, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან…

ყველა ახალი ამბავი
0