როგორ უნდა დაიკლონ წონაში 40 წელს გადაშორებულებმა – დიეტოლოგი გირჩევთ

CC BY 2.0 / Tony Alter / A Matched Setმსუქანი ადამიანები
მსუქანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, ნაცვლად მკაცრი დიეტისა, სულ სხვა გზას უნდა მიმართონ – მეტად მარტივსა და ეფექტურს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. იმისათვის, რომ წონაში სწრაფად დაიკლონ, 40 წელს გადაცილებულ ქალებს არ სჭირდებათ მკაცრი დიეტები და მძიმე ფიზიკური დატვირთვა — ეს არც გახდომას უწყობს ხელს და ამასთან საზიანოცაა ჯანმრთელობისთვის, აცხადებს დიეტოლოგი ელენ კალენი.

მისი თქმით, ასეთ ასაკში ადამიანების უმეტესობას ნივთიერებათა ცვლა უკვე შენელებული აქვს, რის შედეგადაც ზედმეტ კილოგრამებს შეუმჩნევლად იმატებენ და მერე მოშორება უჭირთ.

„40 წლისთვის იცვლება ჰორმონალური ფონი და ორგანიზმს უკვე აღარ სჭირდება იმდენი ენერგია, რამდენიც მანამდე სჭირდებოდა. ამიტომ თუ ქალი კალორიების ძველი რაოდენობით მიღებას განაგრძობს, წონაში მოიმატებს“, — ამბობს სპეციალისტი.

შესაბამისად, მისი თქმით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს — ეს რაციონის გადახედვაა.

დიეტა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
მინუს 5-8 კგ ორ კვირაში: გახდომის მეთოდი მკაცრი დიეტის გარეშე

კალენის რჩევით, 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა რაციონში მეტი ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული და სხვა რთული ნახშირწყლები უნდა შეიტანონ. ამასთან მიირთვან მეტი ისეთი პროდუქტი, რომელშიც ომეგა–3 შედის: ცხიმიანი თევზი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, თხილ–კაკალი, ავოკადო — რაც მეტაბოლიზმს აწესრგებს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინის გამოდევნას.

გარდა ამისა, დიეტოლოგის თქმით, საჭიროა ღამეში მინიმუმ შვიდსაათიანი ძილი, ჰაერზე სეირნობა და წყლის სმა.

ვინ რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგას ერთ წუთში: წონაში ვერ დაიკლებთ, თუ ეს არ გეცოდინებათ>>

კატეგორიულად იკრძალება მკაცრი დიეტა, მით უმეტეს, შიმშილი, ვინაიდან ასეთ დროს ორგანიზმი სტრესში ვარდება და, კალორიების დაწვის ნაცვლად, იმარაგებს მათ. ეს კი, გარდა იმისა, რომ ხელს უშლის წონაში კლებას, ზიანსაც აყენებს ჯანმრთელობას.

ყველა ახალი ამბავი
0