13:53 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ექიმი გირჩევთ (134)
245 0 0

მოახლოებულ ინფარქტზე მხოლოდ მკერდის არეში ტკივილები არ მეტყველებს, არსებობს არაერთი ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდნენ ადამიანებმა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. კბილის ტკივილი შეიძლება მოსალოდნელ გულის შეტევაზე მიანიშნებდეს, განუცხადა პორტალ Express-ს თერაპევტმა ალკა პატელმა.

მისი თქმით, გულის შეტევის სიმპტომები არ შემოიფარგლება მხოლოდ მკერდის არეში ტკივილებით.

„გულის შეტევის სიმპტომების სრული სპექტრის ცოდნას შეუძლია სიცოცხლე შეგინარჩუნოთ. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი გამაფრთხილებელი ნიშანი — კბილის ტკივილია, რომელზეც განსაკუთრებით მათ უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვისაც მანამდე სტომატოლოგიური პრობლემები არ ჰქონია“, — ამბობს ექიმი.

პატელის განმარტებით, მსგავსი სიმპტომი განპირობებულია ცდომილი ნერვის მდებარეობით, რომელიც ტვინიდან გულისკენ ყბის გავლით მიდის.

გარდა ამისა, ალკა პატელი გულის შეტევის კიდევ ერთ სიმპტომად ასახელებს გამუდმებულ ხველებას, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ადამიანის ფილტვები, დასუსტებული გულის გამო, სითხითაა სავსე.

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს>>

გულის შეტევა არის მძიმე პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთში სისხლის მიწოდების მწვავე უკმარისობით (თრომბით დაცობა და/ან სპაზმი, ჩვეულებრივ, გულის მკვებავი არტერიის ათეროსკლეროზული ფოლაქის მიდამოში), რასაც იშემიის განვითარება და ამ კუნთის ნაწილის ნეკროზი (სიკვდილი) მოჰყვება.

 

თემები:
ექიმი გირჩევთ (134)

მთავარი თემები