არ დაუშვათ თუთიის ნაკლებობა: დღიური ნორმა ქალებისა და მამაკაცებისთვის

© Pixabay / sasintქალი და მამაკაცი ბუნებაში
ქალი და მამაკაცი ბუნებაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ირკვევა, რომ თუთიის ყოველდღიური ნორმა მამაკაცებისა და ქალებისთვის, ასევე ორსული და მეძუძური დედებისთვის სრულიად სხვადასხვაა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თუთია ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია: ის ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მეტაბოლიზმს, ამბობს დიეტოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სინტია სასსი.

შემწვარი ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ქათმის ხორცი უფრო სასარგებლოა თუ ინდაურისა? დიეტოლოგი განმარტავს

აღმოჩნდა, რომ თუთია დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მდგომარეობაზე. თავის ტვინში თუთიის ბალანსის ცვლილებები დაკავშირებულია ალცჰეიმერის დაავადებასთან, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებასა და დეპრესიასთან. 

ექსპერტის თქმით, თუთიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლია ორგანიზმის აღდგენა, ასევე კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობის შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. თუთიის ნაკლებობა გავლენას ახდენს მადაზეც.

ვინ და რატომ უნდა მიირთვას ყოველდღე ერთი თავი ცოცხალი ხახვი: ექიმი გირჩევთ>>

თუთია გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ საკვებში. ცხოველური წარმოშობის ძირითადი წყაროებია: ხამანწკები (თუთიის შემცველობაში ჩემპიონი), საქონლის ხორცი, კიბორჩხალები, ლობსტერები, ღორის ხორცი და იოგურტი. მცენარეულ წყაროებს მიეკუთვნება: პარკოსნები, გოგრისა და ქუნჯუთის თესლი, კეშიუ, მუხუდო, ოსპი, კინოა, შვრიის ფანტელები და ბურღულეული.

ამასთან სინტია სასსი განმარტავს, რომ:

  • ზრდასრული მამაკაცის (19 წლიდან) ყოველდღიური მოთხოვნილება თუთიაზე არის 11 მილიგრამი დღეში;
  • ქალებისთვის — 8 მილიგრამი;
  • ორსული და მეძუძური ქალებისათვის დოზა 3-დან 4 მილიგრამამდე უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ერთი ჭიქა მოხარშული ლობიო შეიცავს 5,8 მილიგრამ თუთიას.
ყველა ახალი ამბავი
0