ვინ და რატომ უნდა მიირთვას ყოველდღე ერთი თავი ცოცხალი ხახვი: ექიმი გირჩევთ

© Pixabay / _Alicja_ხახვი
ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
ხახვი ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და, შესაბამისად, ეფექტურად მოქმედებს არაერთ დაავადებაზე, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ხახვი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის, აცხადებს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი.

ხახვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2019
ხახვი და მისი სასარგებლო თვისებები

მისი თქმით, ხახვი ასევე გამოიყენება ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად და გაციების დროს, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და ათეროსკლეროზის თავიდან ასარიდებლად.

დიეტოლოგი განმარტავს, რომ დღეში ერთი თავი ხახვის მიღება (ასეთია დღიური ნორმა) აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენებისა და ნაღველის გამომუშავებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

სვეტლანა ფუსის თქმით, ხახვის დადებით ეფექტს შემდეგი ნივთიერებები განაპირობებს:

  • კვერციტინი — აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ანტოციანინები;
  • ორგანული გოგირდოვანი ნაერთები, მაგალითად, ალიცინი, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ფრუქტანები — სასარგებლოა ნაწლავების მიკროფლორის, განსაკუთრებით ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებისთვის;
  • საპონინები — ეს არის გლიკოზიდები, რომლებსაც შეკრულობის საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ამცირებს ქოლესტერინს.

ხახვი: კოღოების მტერი და ფქვილის არომატიზატორი>>

სპეციალისტი, ამასთან, განმარტავს, რომ ხახვთან დაკავშირებით არსებობს შეზღუდვები: ნედლი ხახვი არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის (გასტრიტი, კუჭის წყლული), რადგან მან შეიძლება ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0