პოპულარული ტკივილგამაყუჩებლების საფრთხე: ცნობილი ექიმები რეკომენდაციებს ავრცელებენ

© Pixabay / stevepbტკივილგამაყუჩეველი პრეპარატები
ტკივილგამაყუჩეველი პრეპარატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების თქმით, პოპულარული ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი იღებს, ყველასთვის არ არის რეკომენდებული.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, დაწყებული „უძველესი ანალგინიდან ყველა იბუპროფენამდე“, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია და მათი მიღება ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ დაუშვებელია, აცხადებს ცნობილი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.

ერთი წლის ბიჭუნას ნორმალური წნევა იმავე ასაკის გოგონას წნევისგან თითქმის არ განსხვავდება - Sputnik საქართველო
მაღალი წნევა გაწუხებთ? გაიზომეთ კალიუმის დონე: დასახელდა დამახასიათებელი სიმპტომები

მისი თქმით, ამ პრეპარატებს ჰიპერტენზიის, ინსულტის, გულის შეტევის გამოწვევა შეუძლია და ზეგავლენას ახდენს გულის დაავადებების მიმდინარეობაზე. მსგავსი წამლები განსაკუთრებით საშიშია 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

მიასნიკოვი ამ ტიპის ტკივილგამაყუჩებლების პარაცეტამოლით ჩანაცვლებას გვთავაზობს, რომელსაც გულსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

„თუ რაიმე გტკივათ და იძულებული ხართ ტკივილგამაყუჩებლები მუდმივად სვათ, მაშინ პარაცეტამოლი მიიღეთ“, — აცხადებს ექიმი.

მანამდე მიასნიკოვმა საზოგადოებას ურჩია, არ მიეღოთ ტკივილის შესამსუბუქებლად ანალგინი, ვინაიდან ის უარყოფითად მოქმედებს თირკმლებზე. გარდა ამისა, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს არტერიული წნევის მატება და კუჭის გაღიზიანება შეუძლია.

მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
„ნელი მოქმედების ბომბი“: როდის ხდება წყალი ჯანმრთელობის მტერი – რეკომენდაციები

კიდევ ერთი ექიმი პიოტრ სოკოვი (ვინოგრადოვის კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგი) ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების წიწაკა ჩილით (წითელი ცხარე წიწაკა) ჩანაცვლებას გვთავაზობს. მისი თქმით, ჩილიში შედის ალკალოიდი კაპსაიცინი, რომელიც ბუნებრივი წარმომავლობის გამღიზიანებლებს განეკუთვნება. შესაბამისად, ტვინი ტკივილისგან ყურადღებას პირის ღრუში წვის შეგრძნებაზე გადაიტანს.

გარდა ამისა სოკოვი განმარტავს, რომ კონიაკის, როგორც ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი, მოკლევადიანია. გარკვეული დროის შემდეგ ტკივილი დაბრუნდება და შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს — სისხლძარღვების შევიწროებისა და არტერიული წნევის მომატების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0