„ნელი მოქმედების ბომბი“: როდის ხდება წყალი ჯანმრთელობის მტერი – რეკომენდაციები

© photo: Pixabay / ExplorerBobმინერალური წყალი
მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უზმოზე ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ამ დროს რამდენიმე წესის დაცვაა აუცილებელი.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დილით ერთი ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა — ამით ორგანიზმი წყლის ბალანსს დროულად შეივსებს, შემცირდება სისხლის სიბლანტე და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აცხადებენ მეცნიერები.

ონკანის წყალი - Sputnik საქართველო
დღეში 8 ჭიქა წყალი აუცილებელია? - ვინ შექმნა XVIII საუკუნის მითი

თუმცა, მათი თქმით, წყლის სმისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.

WeChat-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი განმარტავს, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები წყლის დალევისას, რაც შეიძლება ორგანიზმისთვის „ნელი მოქმედების ბომბიც“ კი გახდეს.

შეცდომები და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • არ არის რეკომენდებული წყლის ძალიან სწრაფად დალევა. ეს სისხლის ასევე სწრაფ გათხელებას გამოიწვევს და გულს ზედმეტად გადატვირთავს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებში ამან შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს. გარდა ამისა, უზმოზე ბევრი წყლის დალევა კუჭის მჟავას ათხიერებს, რაც საჭმლის მონელების პროცესზე აისახება და დროთა განმავლობაში შეიძლება კუჭის დაავადებებიც გამოიწვიოს. რეკომენდებულია ერთ ჯერზე არაუმეტეს 150 მილილიტრი წყლის (დაახლოებით ნახევარი ჭიქა) ნელ-ნელა, მცირე ყლუპებით დალევა.
  • პირველი ჭიქა წყალი არ შეიძლება ჩაანაცვლოთ რძით, ყავით, წვენებითა და მინერალური წყლით. ეს არ შეავსებს სითხის ბალანსს, სამაგიროდ გამოიწვევს საჭმლის მონელების პროცესის დაწყებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობაზე. ამ სასმელების ნაწილს შარდმდენი მოქმედება აქვს და ორგანიზმში სითხეს კიდევ მეტად ამცირებს.
  • არ დალიოთ მარილიანი წყალი. ეს ზრდის არტერიულ წნევას. გარდა ამისა, მოიმატებს თქვენ მიერ ყოველდღიურად მოხმარებული მარილის რაოდენობა, რაც თირკმლებზე დატვირთვას გაზრდის.
  • მათ, ვისაც ყაბზობა (შეკრულობა) აწუხებს, შეუძლიათ თაფლიანი წყალი დალიონ. თაფლი უნდა გაზავდეს ცივ ან თბილ წყალში და არა მდუღარეში.
  • გადადუღებული წყალი საუკეთესო არჩევანია ადამიანთა უმრავლესობისთვის, რადგან არ შეიცავს შაქარსა და მარილს და არ გამოიწვევს თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას.
  • არ არის რეკომენდებული ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი წყლის დალევა. ცივი სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, სწრაფად ავიწროებს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს. ამან შეიძლება დისკომფორტი და დიარეა გამოიწვიოს. ცხელი წყალი აზიანებს საყლაპავის ნაზ გარსს და შეიძლება კიბოს წარმოქმნის მიზეზი გახდეს. სითხის დალევა, რომლის ტემპერატურა 65 გრადუსს აღემატება, დამწვრობას იწვევს. თუ ეს რეგულარულად ხდება, ნადგურდება უჯრედის ნორმალური სტრუქტურა, რის შემდეგაც ვითარდება ავთვისებიანი წარმონაქმნები. იმისათვის, რომ არ გაღიზიანდეს კუჭის ლორწოვანი გარსი, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არაუმეტეს 50 გრადუსისა.

ჭამის დროს წყლის სმა საზიანოა: სპეციალისტი მიზეზებს განმარტავს>>

გარდა ამისა, პუბლიკაციის ავტორი უარყოფს მითს იმის შესახებ, რომ წყლის დალევამდე აუცილებელია კბილების გამოხეხვა. იმის მტკიცება, რომ პირის ღრუს ბაქტერიები წყლის საშუალებით ორგანიზმში მოხვდება, გადაჭარბებულია, ვინაიდან ბაქტერიები ძირითადად კბილის ქვასა და ნადებში შედის, რომლის მოშორებაც მხოლოდ გაწმენდის საშუალებითა შესაძლებელი. წყალს კი არ აქვს საკმარისი ხახუნის ძალა, რომ კბილს ნადები მოაშოროს. უფრო მეტიც, კუჭის მჟავას დაავადების გამომწვევი ბაქტერიების დახოცვა შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური