02:48 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები (361)
172 0 0

კანადის დიეტოლოგთა ასოციაციის წევრი ნუტრიციოლოგის თქმით, ბევრი მიიჩნევს, რომ დღეში მინიმუმ ორი ლიტრი წყლის დალევაა საჭირო, თუმცა ეს ასე არ არის.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. წყალი სითხის იდეალური, მაგრამ არა ერთადერთი წყაროა და მისი მიღება სხვადასხვა გზით შეიძლება, ვთქვათ, წყლის „ჭამის“ სახით, განაცხადა დიეტოლოგმა, ნუტრიციოლოგმა, კანადის დიეტოლოგთა ასოციაციის წევრმა ნატალია ნეფედოვამ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

სპეციალისტის თქმით, ბევრი მიიჩნევს, რომ დღეში მინიმუმ ორი ლიტრი წყლის დალევაა საჭირო, თუმცა ეს ასე არ არის.

„წყალი, რა თქმა უნდა, ყველაზე იაფი და ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი სითხის წყაროა. მაგრამ სითხეში ითვლება ყველაფერი: ყავა, ჩაი, სუპები, კიტრი, პომიდორი, საზამთრო, აისბერგის სალათის ფოთოლი და ა.შ. ასე რომ, წყლის „ჭამაც“ კია შესაძლებელი. თუ ადამიანი სადილზე მიირთმევს წვნიანს, დიდი რაოდენობით ბოსტნეულსა და ხილს, კიდევ ორი ლიტრი წყლის დალევა უბრალოდ შეუძლებელია. სითხის აუცილებელ რაოდენობას ის საკვების საშუალებითაც იღებს“, — განმარტა ნუტრიციოლოგმა.  

ამასთან ნეფედოვა ხაზს უსვამს, რომ ყველა სასმელი ისეთივე სასარგებლო ვერ იქნება, როგორიც ჩვეულებრივი წყალია. მაგალითად, ბევრი სვამს სხვადასხვანაირ მორსს, ხილის წვენს. ეს სითხეა, მაგრამ მას დამატებული აქვს შაქარი.

რაც შეეხება მინერალურ წყლებს, ისინი, ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით სოდას შეიცავს, რაც კუჭის მჟავიანობას ცვლის. ამიტომ თუ ადამიანს არ აქვს რაიმე სავალდებულო დანიშნულება იმისთვის, რომ მჟავიანობის შემცირება ესაჭიროება, არ ღირს მინერალური წყლის ლიტრობით სმა.

ოდნავ მარილიანი წყლის სმა მარგებელია: ვისთვის და როდის>>

ექიმის თქმით, თუ ადამიანი ჯანმრთელია, რომელ წყალს აირჩევს დასალევად, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

 

თემები:
სასარგებლო რჩევები (361)

მთავარი თემები